ედინ ტერზიჩი
Aa
Aa

მოულოდნელი გადაწყვეტილება - ტერზიჩმა დორტმუნდი დატოვა

ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის სენსაციური ფინალისტის, „დორტმუნდის“ მთავარმა მწვრთნელმა ედინ ტერზიჩმა კლუბის ხელმძღვანელებთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, თანამდებობა დატოვა. ცნობა „ყვითლების“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელდა, რამაც გუნდის გულშემატკივრებს შორის დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, რადგან ისინი შარშანდელ სეზონში ნაჩვენები შედეგების ფონზე, ახალგაზრდა სპეციალისტს აღმერთებდნენ და თვლიან, რომ მისი წასვლა „ბორუსიასთვის“ დიდი დარტყმა იქნება.

ტერზიჩის შეცვლის სავარაუდო კანდიდატებზე ჯერჯერობით არანაირი ინფორმაცია არ ვრცელდება. როდესაც გერმანულმა სპორტულმა გამოცემებმა მისი წასვლის მიზეზებზე ხელმძღვანელებს დაუსვეს შეკითხვა, მათგან ასეთი პასუხი მიიღეს, რომ ეს მთავარი მწვრთნელის პირადი გადაწყვეტილება გახლდათ.

41 წლის სპეციალისტის ხელმძღვანელობით „დორტმუნდი“ შარშანდელ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ვიცე-ჩემპიონი გახდა, გერმანიის ბუნდესლიგაში კი მეხუთე ადგილზე გავიდა, რითაც უეფას ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ჯგუფური ეტაპის საგზური გაინაღდა. საერთო ჯამში მისი მწვრთნელობის პერიოდში გამართული 128 მატჩიდან 75 მოიგო, 24 ფრედ დაასრულა და 29-ში დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სკაუტობიდან დორტმუნდის გმირობამდე - ედინ ტერზიჩის ისტორია
სკაუტობიდან დორტმუნდის გმირობამდე - ედინ ტერზიჩის ისტორია