ჯენარო გატუზო, პაოლო ტრამეცანი
Aa
Aa

გატუზო ხორვატიაში წავიდა

ჯენარო გატუზო მუშაობას ხორვატიის ჩემპიონატში განაგრძობს. 46 წლის იტალიელმა სპეციალისტმა სპლიტის „ჰაიდუკთან“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა და მუშაობას უახლოეს მომავალში შეუდგება. გასულ სეზონში სპლიტელებმა ქვეყნის ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავეს და ჩემპიონ „დინამო ზაგრებს“ 14 ქულით ჩამორჩნენ, რის გამოც პაოლო ტრამეცანი პოსტიდან გაუშვეს და მისი ჩანაცვლება რინოთი გადაწყვიტეს.

გატუზომ სამწვრთნელო კარიერა 2013 წლის თებერვალში შვეიცარიის „სიონში“ დაიწყო, რის შემდეგაც სხვადასხვა დროს „პალერმოს“, „ოფის“, „პიზას“, „მილანს“, „ნაპოლის“, „ვალენსიასა“ და „მარსელს“ ამზადებდა. მეტ-ნაკლებად და შეიძლება ითქვას ყველაზე წარმატებული მისთვის მაინც ნეაპოლში მუშაობა გამოდგა, რადგან მწვრთნელის რანგში ჯერჯერობით ერთადერთი ჯილდო, „კოპა იტალია“ სწორედ პარტენოპეიში, 2020 წელს მოიგო. რაც შეეხება „ოფის“, კრეტას გუნდში მისი ხელმძღვანელობით ორი ქართველი ფეხბურთელი, გიორგი ლორია და გიორგი მერებაშვილი თამაშობდა.

უკვე ცნობილია, რომ ხორვატიის საფეხბურთო ჩემპიონატის ახალი სეზონი 3 აგვისტოს დაიწყება და შიდა პირველობაზე „ჰაიდუკის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე რინოს დებიუტი „სლავენ კოპრივნიცასთან“ შედგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გატუზოს შემადგენლობის გაძლიერება სურს | ერთ-ერთი ვარიანტი მიქაუტაძეა
გატუზოს შემადგენლობის გაძლიერება სურს | ერთ-ერთი ვარიანტი მიქაუტაძეა