ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე, ზურიკო დავითაშვილი, ვილი სანიოლი, ბუდუ ზივზივაძე
Aa
Aa

Calciomercato: მრისხანებით საქართველოდან - მათ მხოლოდ ერთი რამ აკლიათ

ცნობილი იტალიური გამოცემა Calciomercato საქართველოს ნაკრების შესახებ წერს და იტალიელ მკითხველს ვილი სანიოლის გუნდს აცნობს.

„From Sakartvelo with fury - მრისხანებით საქართველოდან. საქართველო - ასე უწოდებენ ქართველები თავიანთ სამშობლოს, რომელიც რუსეთს, თურქეთს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობს.

ეს თითქმის აზიაა, უფრო ზუსტად სამხრეთ კავკასია, მაგრამ გარკვეული დროის განმავლობაში ფეხბურთის ახალი საზღვარი აქ გადის. ამ ფაქტს არა მხოლოდ ტალანტთა სიუხვე ადასტურებს, არამედ ისიც, რომ საქართველო ამ ზაფხულს მონაწილეობას ევროპის ჩემპიონატზე მიიღებს. F ჯგუფში მათი მეტოქეები თურქეთი, პორტუგალია და ჩეხეთი იქნებიან.

საქართველოში თითქმის ყველა საფეხბურთო სკოლა დედაქალაქ თბილისში მდებარეობს, რომლის მერიც მილანის ყოფილი მცველი კახა კალაძეა. იქ ისეთ დრიბლინგის ოსტატებს ზრდიან და ამზადებენ, თითქოს კონვეირი იყოს.

ქართველებს მხოლოდ მარგალიტი კვარაცხელია როდი ჰყავთ - მიქაუტაძიდან დავითაშვილამდე და ზივზივაძე და ჩაკვეტაძე - ვილი სანიოლი არჩევანით განებივრებულია. და რა აკლიათ მათ? საერთაშორისო დონის ფორვარდი. საქართველო ხშირად ცენტრალური თავდამსხმელის გარეშე თამაშობს და ეს ყოველთვის შედეგიანი არ არის, მაგრამ მათ ამ პოზიციაზე დიდი არჩევანი არ აქვთ“.

- წერს იტალიური გამოცემა.

ცოტა ღიმილისმომგვრელია უფორვარდობაზე საუბარი, ალბათ მაინც კარგად არ იცნობენ ჩვენს ფეხბურთს და იმიტომ. ბოლო წლებში ქართველი ქომაგები მიქაუტაძისა და ზივზივაძის გამოჩენის შემდეგ იმედიანად არიან, რადგან ასე სტაბილურად გამტანი ცხრიანები დიდი ხანია არ გვყოლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გოლიც ისტორიული შედეგი იქნება“ | The Ringer-ი საქართველოს ნაკრებზე
„გოლიც ისტორიული შედეგი იქნება“ | The Ringer-ი საქართველოს ნაკრებზე