ოფიციალურად: ტიაგო მოტა იუვენტუსის მთავარი მწვრთნელია
რამდენიმე წუთის წინ, ტურინის „იუვენტუსმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ 2024/25 წლების სეზონიდან მათი მთავარი მწვრთნელი ტიაგო მოტა იქნება.
რაც შეეხება დეტალებს, წარმოშობით ბრაზილიელმა სპეციალისტმა, „ბებერ ქალბატონთან“ 3-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. ანაზღაურების სახით ის წლიურად 4 მილიონ ევროს მიიღებს. თუმცა, ეს დეტალები ჯერჯერობით ოფიციალურად არ დასტურდება, მაგრამ იტალიური პრესა ამის შესახებ თამამად წერს.
41 წლის ტიაგო მოტამ „იუვენტუსში“ დანიშვნის შემდეგ, პირველი კომენტარიც გააკეთა:
„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთი დიდი კლუბის მწვრთნელად დავინიშნე. მადლობა კლუბის ხელმძღვანელობას, რომ ნდობა გამომიცხადეს. ქომაგებს ვპირდები, რომ ამ ფერების დასაცავად ყველაფერს გავაკეთებ“.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ტიაგო მოტას გაწვრთნილმა „ბოლონიამ“ სერია A-ში დამაჯერებლად ითამაშა და 68 ქულით მე-5 ადგილი დაიკავა, რის შედეგადაც გუნდი ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვდა.
™️⚽ pic.twitter.com/fhFHegPUkm
— JuventusFC (@juventusfc) June 12, 2024