ხვიჩა კვარაცხელია, ფრანჩესკო გრაციანი
Aa
Aa

გრაციანი: თუ, კონტე ტაქტიკურად ამას გააკეთებს, მაშინ კვარა უნდა წავიდეს

1982 წლის მსოფლიო ჩემპიონი ფრანჩესკო გრაციანი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საუბრობს და ანტონიო კონტეს ტაქტიკაში ქართველს დაკარგულად მიიჩნევს.

გრაციანიმ Radio Kiss Kiss Napoli-ის ეთერში ისაუბრა:

„თუ, კონტე კვარაცხელიას 3-5-2 სქემაში ათამაშებს, ეს ყველანაირი ლოგიკას სცილდება. ამ შემთხვევაში სჯობს კვარა მაქსიმალურად ძვირად გაყიდონ. იმედი მაქვს, კონტე 3-4-2-1 სქემას არ მიმართავს, რადგან ეს სისულელეა, ამ შემთხვევაში ის ხვიჩას გააფუჭებს, რომელიც ნახევარდაცვაში ვერ ითამაშებს, ის გარემარბია.

ზოგჯერ ფეხბურთელი უბრალოდ არ უნდა დაამახინჯო, იმედი მაქვს კონტე ამ სისულელეს არ გააკეთებს. 3-4-3-ის შემთხვევაში კვარა უკვე კარგი იქნება. ქართველი ბიჭი კონტესთან კვლავ იპოვის ენთუზიაზმს და თამაშის სურვილს, მოტივაციას.

ასევე ვთვლი, რომ 3-4-2-1-ში არც კიეზა არ იქნება კარგი. ალეგრის ჩემთვის, რომ მოესმინა, კიეზას ტურინული კარიერა ასე ცუდად არ წარიმართებოდა.

როდესაც შენ კვარაცხელიასა და კიეზას მსგავს ფეხბურთელებს მოედნის ცენტრში შემოწევ, მათ გააფუჭებ. როდესაც დიმაროში კონტე ვნახე, ტრიბუნიდან მას დავუძახე, რომ კვარასთვის ხელი არ ეხლო (იცინის). ხვიჩა ჭკვიანი ბიჭია, მან იცის ფეხბურთი, კონტე მას ხშირად მოუსმენს.

კონტეს დიდი მხარდაჭერა აქვს. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ დე ლაურენტისმა გაკვეთილი გაითავისა და ის პრეზიდენტის მოვალეობებს დაუბრუნდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თვენახევარში ის და კონტე იჩხუბებენ. თუ, შენ კონტეს დაიქირავებ, მას მართვის სადავეები უნდა მისცეს“.

- ამბობს გრაციანი.

შეგახსენებთ, რომ იტალიური პრესის თანახმად, კონტე კვარას ტელეფონით ესაუბრა და ის დარჩენაში დაარწმუნა. იტალიელი სპეციალისტი ქართველს გუნდის საკვანძო ფიგურად მიიჩნევს და მისი გაყიდვის წინააღმდეგია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
9 ვარსკვლავი, ვისაც ევროზე თვალი უნდა ვადევნოთ | მიქაუტაძე Opta-ს რჩეულებში მოხვდა
9 ვარსკვლავი, ვისაც ევროზე თვალი უნდა ვადევნოთ | მიქაუტაძე Opta-ს რჩეულებში მოხვდა