საქართველოს საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

„გოლიც ისტორიული შედეგი იქნება“ | The Ringer-ი საქართველოს ნაკრებზე

ცნობილმა ამერიკულმა გამოცემამ, The Ringer-მა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა და ნაკრებები სიძლიერის მიხედვით დაალაგა. The Ringer-ის სიაში საქართველოს ეროვნული გუნდი 23-ე პოზიციას იკავებს და მხოლოდ ალბანეთს უსწრებს.

„საქართველომ ევროპის ჩემპიონატის 24-ე საგზური მარტში, საბერძნეთის ნაკრების პენალტების სერიაში დამარცხებით მოიპოვა. ჯვაროსნებს დიდ სანაკრებო ტურნირზე არასდროს უთამაშიათ და ერთა ლიგა არის მიზეზი, რის გამოც, ევრო 2024-ზე გამოვლენ.

ლუქსემბურგთან და საბერძნეთთან მოპოვებული გამარჯვებები არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ტურნირის მონაწილეთა უმრავლესობასთან შედარებით, საქართველოს ნიჭიერი ფეხბურთელების დეფიციტი აქვს. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც საქართველო ამ რეიტინგში 24-ე არაა, ჯგუფია, რომელშიც მოხვდა.

საქართველოს ნაკრების განაცხადში მხოლოდ სამი ფეხბურთელია ისეთი, რომელიც ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში ასპარეზობს. ჯვაროსნების დაცვის მაქსიმუმი ისაა, რის საკუთარ თავზე აღებაც გიორგი მამარდაშვილს შეუძლია. შეტევა კი ნაპოლის გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას დრიბლინგის საოცარ უნარზე იქნება დამოკიდებული. საქართველო ჯგუფურ ეტაპს ალბათ ვერ გასცდება და მათთვის ნებისმიერი შედეგი ან გატანილი გოლიც კი ისტორიული იქნება“, - წერს ამერიკული გამოცემა.

The Ringer-ის რეიტინგში პირველ ადგილზე ინგლისია. მეორე პოზიციას ესპანეთი იკავებს. გერმანია მესამე გახლავთ, საფრანგეთი - მეოთხე, პორტუგალია - მეხუთე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაკრების ხერხემალი | მონტელამ ძირითადი შემადგენლობის 8 წევრი შეარჩია
ნაკრების ხერხემალი | მონტელამ ძირითადი შემადგენლობის 8 წევრი შეარჩია