ცვლილება გერმანიის ნაკრებში | პავლოვიჩი ევრო 2024-ს გამოტოვებს
ევრო 2024-ის ერთ-ერთი ფავორიტის, გერმანიის ნაკრების განაცხადში იძულებითი ცვლილება განხორციელდა. „ბაიერნის“ ნახევარმცველი, ალექსანდარ პავლოვიჩი ევროპირველობაზე ვერ იასპარეზებს და იულიან ნაგელსმანს ზომების მიღება მოუწია.
ცნობილი გერმანელი ჟურნალისტების, ფლორიან პლეტენბერგისა და კრისტიან ფალკის ინფორმაციით, პავლოვიჩი ევრო 2024-ს ტონზილიტის გამო გამოტოვებს. მას „დორტმუნდის“ ნახევარმცველი, ემრე ჯანი ჩაანაცვლებს.
????DFB confirm that Aleksandar #Pavlovic will miss the EURO due to an infection caused by a recurring tonsillitis!
— Florian Plettenberg (@Plettigoal) June 12, 2024
Julian Nagelsmann has nominated Emre Can now! @SkySportDE ???????? https://t.co/OcOD72xGYE
როგორც მოგეხსენებათ, ტურნირს სწორედ გერმანია გახსნის. 14 ივნისს, თბილისის დროით, 23:00-ზე, „ბუნდესმანშაფტი“ შოტლანდიას დაუპირისპირდება. „სკოტების“ გარდა, გერმანიის ნაკრების მეტოქეები უნგრეთი და შვეიცარია არიან.
მეორე ტურში, გერმანია უნგრეთს დაუპირისპირდება, გადამწყვეტ შეხვედრას კი შვეიცარიასთან გამართავს. 14 ივნისს, ერთი მატჩია ჩანიშნული, 15-ში კი სამ შეხვედრას ვიხილავთ და ყველაზე საინტერესო ესპანეთისა და ხორვატიის თამაშია.