მამარდას ტრანსფერი გადაწყვეტილია? - ვალენსიამ დიმიტრიევსკი გაიფორმა
ჩრდ. მაკედონიელი მეკარე, სტოლე დიმიტრიევსკი კარიერას „ვალენსიაში“ გააგრძელებს. ესპანურმა კლუბმა ჩრდ. მაკედონიელი მეკარის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
„ვალენსიას“ ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ 30 წლის მეკარემ კლუბთან კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.
☕ Hay un nuevo portero en la oficina#ADNVCF pic.twitter.com/F7PelE4F4k
— Valencia CF (@valenciacf) June 12, 2024
ესპანურ მედიაში ვარაუდობენ, რომ დიმიტრიევსკის გაფორმების შემდეგ, ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ გიორგი მამარდაშვილი გუნდს დატოვებს და კლუბმა ჩრდ. მაკედონიელი სწორედ მის შემცვლელად შეიძინა.
სტოლე დიმიტრიევსკი ბოლოს „რაიო ვალეკანოს“ ღირსებას იცავდა და მადრიდული კლუბის მაისურით 176 მატჩი ჩაატარა, მანამდე კი „ხიმნასტიკსა“ და „გრანადაშიც“ თამაშობდა.