რონალდუს დუბლი - პორტუგალია ევრო 2024-ს კარგი განწყობით ხვდება
ევრო 2024-ის დაწყებამდე პორტუგალიის ეროვნულმა ნაკრებმა ბოლო ამხანაგური მატჩი ირლანდიასთან გამართა და 3:0 მოიგო.
ანგარიში ჟოაუ ფელიქსმა მე-18 წუთზე გახსნა, საგოლე პასი ბრუნო ფერნანდეშის აქტივშია. აღსანიშნავია რომ პორტუგალიის ნაკრებს 39 წლის კრიშტიანუ რონალდუ დაუბრუნდა, რომელმაც მეორე ტაიმის 10-წუთიან მონაკვეთში დუბლი შეასრულა, გოლები 50-ე და მე-60 წუთებზე გაიტანა.
მიმდინარე შეკრების ფარგლებში პორტუგალიამ სამი ამხანაგური მატჩი ჩაატარა, ფინეთს მოუგო (4:2, ხორვატიასთან დამარცხდა (1:2), დღეს კი ირლანდიას აჯობა.
შეგახსენებთ, ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე პორტუგალია საქართველოს ნაკრების მეტოქეა, ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში ვილი სანიოლისა და რობერტო მარტინესის სამწვრთნელო დაპირისპირება შედგება.
ევრო 2024
18 ივნისი | თურქეთი - საქართველო | 20:00
22 ივნისი | საქართველო - ჩეხეთი | 17:00
26 ივნისი | საქართველო - პორტუგალია | 23:00