საუკეთესო თამაში უნდა ვაჩვენოთ - თურქი ფეხბურთელი ევრო 2024-ზე
ფრანგული „ლილისა’’ და თურქეთის ეროვნული ნაკრების შემტევმა იუსუფ იაზიჯიმ ევრო 2020 გაიხსენა, როცა თურქეთის ნაკრებმა ფინალურ ეტაპზე სამივე მატჩი დათმო, მხოლოდ 1 გოლი გაიტანა, 8 გოლი გაუშვა და ჯგუფური ეტაპი 0 ქულით დაასრულა. იუსუფს გასული ევროპის ჩემპიონატის დავიწყება და საუკეთესო თამაშის ჩვენება სურს.
„ეროვნულ ნაკრებში გამოძახება, ევრო 2024-ის განაცხადში მოხვედრა პატივია. ძალიან ბედნიერი ვიყავი, როცა მონტელამ გამომიძახა. ევრო 2020-ზე ჩატარებულმა მატჩებმა ნაიარევი დამიტოვა. ცუდი მოგონებები უნდა წავშალოთ და ჩვენი საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ. მონტელასთან ერთად კარგი ატმოსფერო შევქმენით.
ოცნებები ხდება: თამაში, გამარჯვება და ბრძოლა შენი ქვეყნისთვის. პირველ ეროვნულ ნაკრებში 2017 წელს გამომიძახეს, მაშინ 20 წლის ვიყავი, ფათიჰ თერიმმა მიმიწვია. ძალიან რთულია ეს გრძნობა აღწერო, რასაც 20 წლის ასაკში ნაკრების მაისურით თამაშისას ვგრძნობდი’’.
ევრო 2020-ზე იუსუფმა სამივე წაგებულ მატჩში ითამაშა: იტალიასთან (0:3), უელსთან (0:2) და შვეიცარიასთან (3:1).
ევრო 2024
18 ივნისი | თურქეთი - საქართველო | 20:00
22 ივნისი | საქართველო - ჩეხეთი | 17:00
26 ივნისი | საქართველო - პორტუგალია | 23:00