შეთანხმებასთან ახლოს არიან - კაშია და კანკავა სლოვანში რჩებიან
სლოვაკეთის ჩემპიონი „სლოვანი’’ 36 წლის გურამ კაშიასთან და 38 წლის ჯაბა კანკავასთან თანამშრომლობის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებას აწარმოებს. კლუბის გენერალური დირექტორის, ივან კმოტრიკის თქმით, მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან, მოლაპარაკება დასკვნით ფაზაშია.
2021 წლის ზაფხულიდან გურამ კაშია და ჯაბა კანკავა ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილ „სლოვანში’’ თამაშობენ, გუნდის ლიდერებად ითვლებიან. ვაისის გაწვრთნილი გუნდი სამივე სეზონში სლოვაკეთის ჩემპიონი გახდა, რაშიც ქართველებმა დიდი წვლილი შეიტანეს. ასევე, სამივე სეზონში კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს და ორჯერ ჯგუფიდან გავიდნენ.
ჯაბა კანკავამ „სლოვანისთვის'' ჩატარებულ 127 მატჩში 6 გოლი შეაგდო და 5 საგოლე პასი შეასრულა, ხოლო კაშია 119 შეხვედრაში 9 გოლითა და 3 საგოლე გადაცემით დაეხმარა გუნდს.
გასული სეზონების მსგავსად 2024-25 წლების სეზონს „სლოვანი'' კვლავ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშით დაიწყებს.