რობერტ ლევანდოვსკი
Aa
Aa

პოლონეთის ნაკრების საკადრო პრობლემები | ლევანდოვსკი ნიდერლანდებთან ვერ ითამაშებს

პოლონეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატს სერიოზული დანაკლისით ხვდება. თურქეთთან გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში, „თეთრ-წითლების“ ლიდერმა, რობერტ ლევანდოვსკიმ ტრავმა მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია.

რამდენიმე წუთის წინ, პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა. მასში ნათქვამია, რომ ლევანდოვსკის ბარძაყის ორთავა კუნთი გაუწყდა და პირველ შეხვედრაში, რომელიც პოლონეთს ნიდერლანდებთან ელის, არ ითამაშებს.

„სამედიცინო შტაბი ყველაფერს აკეთებს, რათა რობერტმა მეორე შეხვედრაში, რომელიც ავსტრიასთან გვექნება, მონაწილეობა მიიღოს“, - ამბობს პოლონეთის ნაკრების ექიმი, იაჩეკ იაროჟევსკი.

შეგახსენებთ, რომ პოლონეთმა თურქეთი 2:1 დაამარცხა, ლევანდოვსკიმ კი საგოლე გადაცემა შეასრულა და 32-ე წუთზე გაიყვანეს. ნიდერლანდებისა და ავსტრიის გარდა, პოლონეთის ნაკრების მეტოქე საფრანგეთია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საქართველოსთან და თურქეთთან იგივე გველოდება“ | ჩეხეთის ნაკრების მცველი
„საქართველოსთან და თურქეთთან იგივე გველოდება“ | ჩეხეთის ნაკრების მცველი