მამადუ სახო
Aa
Aa

აკადემიის მენტორი და საფეხბურთო ელჩი - სახო ტორპედოში ითამაშებს

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი მამადუ სახუ კარიერას ქუთაისის „ტორპედოში’’ გააგრძელებს. კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, 34 წლის მცველი თბილისში 12 ივნისს ჩამოვა და სამედიცინო შემოწმებას გაივლის. 13 ივნისს 15:00 საათზე ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში დაგეგმილია ხელშეკრულების ოფიციალური ხელმოწერის ცერემონია.

„ტორპედოს'' განცხადებაში ვკითხულობთ: „მამადუ სახოსა და ქუთაისის ტორპედოს შორის მოლაპარაკებები დაახლოებით 2 თვეს გაგრძელდა და მხარეებმა მისი ტრანსფერის ყველა დეტალი შეათანხმეს. ფეხბურთელი ქუთაისის ტორპედოს არამხოლოდ ტიტულების მოგებაში დაეხმარება, არამედ იგი ერთგვარი ელჩი იქნება საერთაშორისო საფეხბურთო თანამეგობრობასთან. მამადუ სახო აქტიურ მონაწილეობას მიიღებს როგორც კლუბის ეკონომიკური პროექტების განხორციელებაში, ისე მრავალმხრივ საზოგადოებრივ და საქველმოქმედო აქტივობებში. იგი ასევე კლუბის მენეჯერ სტივ კინთან ერთად, ჩაერთვება ქუთაისის ტორპედოს აკადემიის განვითარებაში, იქნება ახალგაზრდა ფეხბურთელების მენტორი და მათი პროფესიონალებად ჩამოყალიბების გარანტი''.

მამადუ სახოს პსჟ-ში (2007-13), „ლივერპულში'' (213-17), „კრისტალ პალასსა'' (2017-21) და „მონპელიეში'' (2021-23) უთამაშია.

2010-18 წლებში საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში 29 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

ტიტულები: საფრანგეთის ლიგა 1 (2012-13), საფრანგეთის თასი (2009-10), საფრანგეთის ლიგის თასი (2007-08), საფრანგეთის სუპერთასი (2013). 

„ლივერპულთან'' ერთად ინგლისის ლიგის თასის ფინალში დამარცხდა (2015-16). ამავე სეზონში „ლივერპულმა'' ევროპა ლიგის ფინალი დათმო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები