ფლიკმა ფრიმპონგის ტრანსფერი მოითხოვა - ფატი ლევერკუზენში?
„ბარსელონა" ჯერემი ფრიმპონგის შეძენით არის დაინტერესებული.
Diario Sport-ი იტყობინება, რომ კატალონიელებს მარჯვენა მცველის პოზიციაზე გაძლიერება სურთ და „ლევერკუზენის“ ნიდერლანდელ განაპირა მცველს თვალს ადევნებენ. ესპანურმა გრანდმა პირველი შეთავაზებაც კი გააკეთა, თუმცა თანხა მცირე იყო და უარი მიიღეს.
ჰანსი ფლიკს ფიმპონგი ძალიან მოსწონს და მის გეგმებში ხედავს. დეკუს სწორედ მთავარი მწვრთნელის მოთხოვნით მოუწევს ამ ტრანსფერზე იმუშაოს, რომელიც ადვილი ნამდვილად არ იქნება.
წყარო წერს, რომ ფრიმპონგს სურს დაელოდო ევროს დასრულებას და გადაწყვეტილებები შემდეგ მიიღოს.
შესაძლოა გარიგებაში „ბარსამ“ ფეხბურთელი ჩართოს რათა ფრიმპონგის ფასი დაწიოს. საუბარია ანსუ ფატიზე, რომელიც „ლევერკუზენს“ ძალიან მოსწონს.
Diario Sport-ი აღნიშნავს, რომ გერმანული კლუბი წინააღმდეგი არ არის გარიგებაში სხვა ფეხბურთელი ჩაერთოს. მათ რამდენიმე დღის წინ „ბლაუგრანასგან“ ფატის შესახებ ინფორმაცია გამოითხოვეს. აქედანაც ჩანს, რომ „ფარმაცევტებს“ ეს გარიგება აინტერესებთ.
ვარაუდობენ, რომ „ბაიერმა“ „ბარსას“ ფრიმპონგის იჯარა ან მისაღებ ფასად გაყიდვა შესთავაზა. საუბარი 10-15 მილიონ ევროზე იყო.
„ბარსელონას“ მიაჩნია, რომ ფატი წასვლას არ დათანხმდება, რადგან მას სურს მონაწილეობა მიიღოს წინასასეზონო სამზადისში, რათა ახალ მთავარ მწვრთნელს, ჰანსი ფლიკის თავი მოაწონოს. საბოლოოდ, ამ ყველაფერს თავად ფლიკი გადაწყვეტს.