ანტონიო რუდიგერი, ნიკლას ფულკრუგი
Aa
Aa

რუდიგერმა და ფულკრუგმა ვარჯიშზე იჩხუბეს

ანტონიო რუდიგერი და ნიკლას ფულკრუგი გერმანიის ნაკრების ვარჯიშისას ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელი ეტაპის დროს, ერთ-ერთი ვარჯიშისას რუდიგერსა და ფულკრუგს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რასაც ჩხუბი მოჰყვა.

მწვრთნელის ასისტენტ სანდრო ვაგნერს ჩარევა და ფეხბურთელების განცალკევება მოუხდა, რათა უფრო სერიოზული კონფლიქტი თავიდან აეცილებინა. სიტუაცია ამის შემდეგ აღარ დაძაბულა. ჯერჯერობით „რეალისა“ და „დორტმუნდის“ ფეხბურთელთა დაპირისპირების მიზეზი უცნობია.

გერმანია A ჯგუფში შოტლანდიასთან, უნგრეთთან და შვეიცარიასთან ერთად ითამაშებს. პირველ მატჩს ნაგელსმანის გუნდი 14 ივნისს შოტლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ანტონიო რუდიგერი და ნიკლას ფულკრუგი ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის ფინალში დაუპირისპირდნენ, რომელშიც მადრიდის „რეალმა" დორტმუნდის „ბორუსია" 2:0 დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გრაციანი: 80 მილიონს თუ შესთავაზებენ, კვარა უნდა გაყიდონ
გრაციანი: 80 მილიონს თუ შესთავაზებენ, კვარა უნდა გაყიდონ