„შესაძლოა, საქართველოს გასაღებიც იყოს“ - მამარდაშვილი 90Min-ის რჩეულებში
ცნობილმა სპორტულმა პორტალმა, 90min-მა ევრო 2024-ის საუკეთესო მეკარეების ათეული გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს ნაკრების კარის დარაჯი, გიორგი მამარდაშვილიც არის შეყვანილი.
სააგენტოს ვერსიით, ქართველი მეკარე მე-10 ადგილზე არის გაყვანილი:
„საქართველოსა და „ვალენსიას“ მეკარე კარიერაში პირველად ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე. გერმანიაში, საქართველოს კვალიფიკაციაზე მან გადამწყვეტი როლი ითამაშა. მამარდაშვილი შესაძლოა, ქართველების გამარჯვების გასაღებიც იყოს“, - ნათქვამია 90min-ის სტატიაში.
საუკეთესო მეკარეების ათეული ასე გამოიყურება:
- მანუელ ნოიერი (გერმანია)
- იან ობლაკი (სლოვენია)
- მაიკ მენიო (საფრანგეთი)
- ჯანლუიჯი დონარუმა (იტალია)
- მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (გერმანია)
- უნაი სიმონი (ესპანეთი)
- ჯორდან პიკფორდი (ინგლისი)
- იან ზომერი (შვეიცარია)
- დიეგო კოშტა (პორტუგალია)
- გიორგი მამარდაშვილი
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე F ჯგუფში იქნება, მეტოქეები კი თურქეთის (18 ივნისი), ჩეხეთის (22 ივნისი) და პორტუგალიის (26 ივნისი) ნაკრებები იქნებიან .