ხვიჩა კვარაცხელია, იური სიომინი
Aa
Aa

„მჯერა, რომ კიდევ განვითარდება“ - სიომინმა კვარაზე ისაუბრა

მოსკოვის „ლოკომოტივისა“ და ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელმა, იური სიომინმა Sport-Exspress-თან ინტერვიუში ქართველ შემტევზე ისაუბრა და განაცხადა, რომ კვარას განვითარება კიდევ შეუძლია.

რას ამბობს სიომინი:

„მჯერა, რომ ხვიჩას კიდევ შეუძლია გაუმჯობესება. მას მაღალი პოტენციალი აქვს და ამასთან, კიდევ ახალგაზრდაა და რაც ყველაზე მთავარია, ფეხბურთისადმი ერთგულია“.

გასულ სეზონში, ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირზე 45 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ქართველი შემტევი ახლა საქართველოს ნაკრებთან ერთად გერმანიის ქალაქ ველბერტში იმყოფება და ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამ თამაშის მოგება ძალიან მნიშვნელოვანი იყო“ | კვარაცხელიასა და მიქაუტაძის კომენტარები
„ამ თამაშის მოგება ძალიან მნიშვნელოვანი იყო“ | კვარაცხელიასა და მიქაუტაძის კომენტარები