„კაილა ჰარისონს მერაბის დამარცხება შეუძლია“ | ცნობილი მენეჯერის კომენტარი
ალი აბდელ-აზიზი ცნობილი მენეჯერია, რომელიც UFC-ის სუპერვარსკვლავებთან მუშაობს. Submission Radio-სთვის მიცემულ ინტერვიუში, აბდელ-აზიზმა საინტერესო განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ქალ მებრძოლს, კაილა ჰარისონს მერაბ დვალიშვილის დამარცხება შეუძლია.
„სიამოვნებით ვნახავდი კაილა ჰარისონის ჩხუბს მერაბ დვალიშვილთან ან ალჯამეინ სტერლინგთან. დაძაბული ბრძოლა იქნებოდა და ვფიქრობ, კაილას ორივე მათგანის დამარცხება შეუძლია. ჰარისონთან არც ერთ ქალ მებრძოლს უნდა ჩხუბი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჰოლი ჰოლმს გაუკეთა და დარწმუნებული ვარ, რამდენიმე კაცი მებრძოლის დამარცხება შეუძლია“.
ცნობისთვის, ჰარისონი ყოფილი ჯუდოკაა, რომელიც 2012 და 2016 წლების ოლიმპიადის გამარჯვებულია. 2010 წელს, ის მსოფლიო ჩემპიონი გახდა და UFC-ის ექს-ჩემპიონის, რონდა როუზის ყოფილი სპარინგ-პარტნიორია. UFC-ში მან პირველი ბრძოლა ჰოლი ჰოლმთან გამართა და მახრჩობელა ილეთით მოიგო.
ჰარისონი ქალთა სუპერ მსუბუქ წონით დივიზიონში ასპარეზობს და ამ მომენტისთვის, ტოპ 15-ში მე-4 ადგილს იკავებს. მიუხედავად იმისა, რომ UFC-ში მხოლოდ ერთი ბრძოლა აქვს გამართული, ქალთა Pound for pound რეიტინგში უკვე შეიყვანეს და მე-14 პოზიციაზეა.