ვინჩენცო მონტელა
Aa
Aa

„მსაჯებმა წაგვაგებინეს“ - მონტელა მარცხს არბიტრებს აბრალებს

თურქეთის ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2024-ის დაწყებამდე ბოლო ამხანაგური მატჩი ჩაატარა და ვარშავაში პოლონეთს დაუპირისპირდა. მატჩი მასპინძლების გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

პოლონეთი სვიდერსკის გოლით დაწინაურდა და პირველ ტაიმში უპირატესობასაც ფლობდა. შესვენებაზე კი მასპინძლები გოლის ავტორის, ლევანდოვსკის და ზელენსკის გარეშე დარჩნენ. მიზეზი ტრავმებია.

მეორე ტაიმში ილმაზის გოლით თურქებმა გაათანაბრეს, თუმცა 90-ე წუთზე ზელევსკიმ თურქების სუსტი დაცვა კიდევ ერთხელ გაჭრა და პოლონეთმა მოიგო.

მარცხის შემდეგ, იმედგაცრუებული ვნჩენცო მონტელა პრესასთან საუბრისას მსაჯებზე წუწუნებდა, თუმცა თავისი გუნდი მაინც შეაქო:

„შედეგი უსამართლოა და ამის მიზეზი მსაჯობაა. ჩვენ გავუშვით გოლი, რომელიც 15 მეტრით წინ მოწოდებულ აუტს მოჰყვა. ამან კი ჩვენი 4 მოთამაშე უკან დატოვა. მეორე გოლი არ უნდა ჩათვლილიყო, ამაზე უბრალოდ ვერ ვისაუბრებ, ეს აღმაშფოთებელია! დღევანდელი შეხვედრა ჩვენთვის სასარგებლო იყო, თუმცა მატჩი უსამართლო შედეგით დასრულდა და ეს ჩვენი ბრალი არ არის.

რაც შეეხება ჩვენს თამაშს, არ ვნერვიულობ, რადგან გუნდმა კარისკენ 22-ჯერ დაარტყა. მეტოქეზე ორჯერ მეტჯერ. დამაგვირგვინებელ ფაზაში სიტუაციის გამოსწორება გვმართებს. მომენტებს ვქმნით, მაგრამ ვერ ვასრულებთ“.

შეგახსენებთ, რომ თურქეთი საქართველოს მატჩი 18 ივნისს დორტმუნდში 20:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გვინდა ევრო საქართველოსთან გამარჯვებით დავიწყოთ“ | თურქეთის ნაკრების მეკარე
„გვინდა ევრო საქართველოსთან გამარჯვებით დავიწყოთ“ | თურქეთის ნაკრების მეკარე