ანტონიო კონტე, ჯოვანი დი ლორენცო
Aa
Aa

„გმადლობ, მაგრამ „იუვეში“ მინდა“ - კონტეს თხოვნა და დი ლორენცოს უარი

გავლენიანი იტალიური გამოცემა Sportitalia-ს ინფორმაციით, „ნაპოლის“ კაპიტანმა ახალ მწვრთნელ ანტონიო კონტეს კლუბში დარჩენაზე უარი უთხრა და ტურნირის „იუვენტუსში“ თამაში აირჩია.

სააგენტო წერს, რომ კონტე დი ლორენცოს რამდენიმე საათის წინ დაუკავშირდა ეცადა, რომ გუნდში დარჩენაზე დაეყოლიებინა, თუმცა, უარი მიიღო.

Sportitalia საუბრის დეტალებს ასაჯაროებს:

ანტონიო კონტე: „უნდა დარჩე, რადგან ახალი გუნდის ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილი უნდა იყო.

დი ლორენცოს პასუხი კი ასეთი იყო: დიდი მადლობა, მაგრამ „ნაპოლიში“ ჩემი ციკლი დასრულდა. „იუვენტუსში“ მინდა წასვლა და ეს კლუბსაც ვაცნობე“.

დი ლორენცოს სიტყვებს უკვე მოჰყვა ნეგატიური დამოკიდებულება ნეაპოლურ მედიაში და ადგილობრივმა სააგენტოებმა იტალიელი მცველი მკაცრად გააკრიტიკეს, ფანებმა კი მოღალატეც უწოდეს.

ჯოვანი დი ლორენცო ახლა იტალიის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება მისი მომავალიც დიდი ალბათობით ევრო 2024-ის დასრულების შემდეგ გაირკვევა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კონტემ კვარა ნაპოლიში დარჩენაში დაარწმუნა - ბოლო ცნობები ხვიჩაზე
კონტემ კვარა ნაპოლიში დარჩენაში დაარწმუნა - ბოლო ცნობები ხვიჩაზე