თეა წულუკიანი, სოსო ჯაჭვლიანი, ლევან საგინაშვილი, , ავთანდილ ახვლედიანი
Aa
Aa

საგინაშვილი და სხვები - მკლავჭიდელებმა ახალი ფედერაცია ჩამოაყალიბეს

ყველაზე ტიტულოვანმა ქართველმა მკლავჭიდელმა, ლევან საგინაშვილმა და მისმა თანამოაზრეებმა საქართველოს მკლავჭიდელთა კავშირი ჩამოაყალიბეს, რომელიც წინა ფედერაციის სამართალმემკვიდრე იქნება. ჰალკის მეტსახელით ცნობილი ლეგენდარული სპორტსმენი და კავშირის დამფუძნებელი სხვა მკლავჭიდელები კულტურისა და სპორტის სამინისტროში იმყოფებოდნენ და მინისტრ თეა წულუკიანთან შეხვედრაზე სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საქართველოს მკლავჭიდელთა კავშირი არასამეწარმეო იურიდიული პირის სტატუსით 6 ივნისს დარეგისტრირდა. ახალი ფედერაციის ყრილობა კი 29 ივნისს გაიმართება, სადაც საპრეზიდენტო კანდიდატი სავარაუდოდ ავთანდილ ახვლედიანი იქნება, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს უძლიერესი მამაკაცის ფედერაციაში მუშაობდა.

მკლავჭიდელთა კავშირის ჩამოყალიბება დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, როდესაც რამდენიმე თვის წინ, მძიმე ავადმყოფობის შედეგად, სოსო ჯაჭვლიანი გარდაიცვალა, რომელიც ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის პოსტს იკავებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სანჩესი
სანჩესი "მანჩესტერ სიტიში" გადასვლასთან ახლოსაა!