ალექსანდრ ჩეფერინი
Aa
Aa

„ამან შესაძლოა, ბარიერები დაარღვიოს“ - ჩეფერინი რუსების ტურნირებზე დაბრუნებას აპირებს

უეფას პრეზიდენტმა, ალექსანდრ ჩეფერინიმ რუსეთის ახალგაზრდული ნაკრებების ევროტურნირებზე დაბრუნების შესაძლებლობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს შესაძლოა უახლოეს მომავალში მოხდეს. უეფას პრეზიდენტის თქმით, ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა „ბარიერები“ დაარღვიოს.

„ეს ბავშვები გერმანიაში უნდა მოვიწვიოთ, რათა მათ 15-16 წლის გერმანელ, სლოვენიელ ან ნებისმიერი სხვა ეროვნების თანატოლებთან ჩახუტება შეძლონ. ამ ქმედებამ შესაძლოა, „ბარიერები“ სასიკეთოდ დაარღვიოს“.

ჩეფერინიმ ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე, ამ გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია, რადგან ამას ევროპული ფეხბურთის ათზე მეტი ფედერაცია ეწინააღმდეგება, რომლებიც თავისი მთავრობების გავლენის ქვეშ იმყოფებიან.

შეგახსენებთ, რომ უეფამ და ფიფამ რუსეთის ყველა ასაკობრივ და ეროვნულ ნაკრებს ევროტურნირებზე მონაწილეობის მიღება უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ აუკრძალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები