ხვიჩა კვარაცხელია, ანტონიო კონტე, აურელიო დე ლაურენტისი, ჯოვანი მანა
Aa
Aa

საიმედო მინიშნება კვარასგან

მონტენეგროსთან ამხანაგური მატჩის წინ, ავსტრიაში შეკრებაზე მყოფმა ხვიჩა კვარაცხელიამ გადაცემა „იმედის კვირისთვის“ მიცემულ ინტერვიუში სანაკრებო ამბებისა და ევროპის ჩემპიონატის გარდა, ორი სიტყვით საკლუბო თემებზეც გააკეთა კომენტარი. 23 წლის ქართველმა მოთამაშემ აღნიშნა, რომ ნეაპოლელი გულშემატკივრისგან უდიდეს სიყვარულს გრძნობს და შეეცდება ისინი კარგი თამაშით რაც შეიძლება ხშირად გაახაროს.

სწორედ ამ ინტერვიუში ნათქვამი ფრაზა არის მოყვანილი იტალიურ სპორტულ გამოცემებში იმის დასტურად, რომ რახან ის ნეაპოლელი ტიფოზების გახარებაზე ლაპარაკობს, კვარაცხელიას „ნაპოლიში“ დარჩენის შანსები ერთიორად გაზრდილია. საქმეს აიოლებს ის ფაქტიც, რომ ახალი მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე სპორტული დირექტორისგან ჯოვანი მანასგან სასწრაფოდ ითხოვს ხვიჩასთვის კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებების დაჩქარებას და ბოლო ცნობებით, აურელიო დე ლაურენტისი მზად არის ყოველწლიურ ხელფასზე შეთავაზება 7 მილიონ ევრომდეც გაზარდოს.

ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატის გასული სეზონი 11 გოლითა და 6 საგოლე გადაცემით დაასრულა. გუშინ, მონტენეგროსთან ამხანაგურ შეხვედრაში კი საქართველოს ეროვნული გუნდის შემადგენლობაში თავის 30-ე მატჩში მეექვსე საგოლე პასი შეასრულა და ბურთის გატანაში გიორგი მიქაუტაძეს დაეხმარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კონტემ კვარა ნაპოლიში დარჩენაში დაარწმუნა - ბოლო ცნობები ხვიჩაზე
კონტემ კვარა ნაპოლიში დარჩენაში დაარწმუნა - ბოლო ცნობები ხვიჩაზე