შავი ლომი
Aa
Aa

რვა ახალი მორაგბე შავ ლომში

შარშანდელი სეზონის მსგავსად, საქართველოს პირველი პროფესიული სარაგბო ფრენჩაიზი „შავი ლომი“ მომდევნო წელსაც ორ ტურნირში, რაგბი ევროპის სუპერ თასსა და ჩელენჯ თასზე გამოვა. ბუნებრივია, ორ ფრონტზე თანაბარი წარმატებით სათამაშოდ კლუბის გაძლიერება საჭიროა და ამ მხრივ სერიოზული ნაბიჯები უკვე გადაიდგა.

„შავი ლომი“ ექვსმა მოთამაშემ, ნიკოლოზ პატარაიამ, ილია სპანდერაშვილმა, გიორგი მარგალიტაძემ, ოთარ ლაშხმა, გიორგი ჯობავამ და ბექა მამრიკიშვილმა დატოვეს. მათ მაგივრად კი გუნდმა შერკინების ბურჯი კახა დარბაიძე, მეორეხაზელები ვლადიმერ ჩაჩანიძე, გუგა ღანიაშვილი და გიორგი ნიკოლაძე, მესამე ხაზის მორაგბეები გიორგი სინაურიძე და გიორგი ცუცქირიძე და ასევე ნოდარ დოლიძე და დავით ხუროშვილი დაიმატა, რომელთაც 9 ნომრის პოზიციაზე შეუძლიათ ასპარეზობა.

ნიკოლაძე, სინაურიძე და დოლიძე გასულ სეზონში ქუთაისის „აიას“ შემადგენლობაში საქართველოს ჩემპიონები გახდნენ. დარბაიძე ოზურგეთის „არწივებში“ გამოდიოდა. რაც შეეხება ჩაჩანიძეს, ღანიაშვილს, ცუცქირიძესა და ხუროშვილს, ისინი გასულ სეზონში საფრანგეთის გუნდების, „ნევერის“, „გრენობლის“, „სტად ფრანსესას“ და „კლერმონის“ ღირსებას იცავდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მარცხი ექვსი ერის ჩემპიონთან - წინ მეორე ტესტ-მატჩია
მარცხი ექვსი ერის ჩემპიონთან - წინ მეორე ტესტ-მატჩია