იაკობ ქაჯაია, ლერი აბულაძე, გელა ბოლქვაძე, ფრიდონ აბულაძე
Aa
Aa

ერთი ჩემპიონი და ხუთი პრიზიორი - წარმატება ბუდაპეშტის ტურნირზე

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გამართული პრესტიჟული სარეიტინგო ტურნირი 1 ოქროს, 3 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. საუკეთესო შედეგი ფრიდონ აბულაძემ აჩვენა, რომელიც 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩემპიონი გახდა. 67, 82 და 136 კილოგრამ წონით კატეგორიებში შესაბამისად, ლერი აბულაძე, გელა ბოლქვაძე და იაკობ ქაჯაია ვერცხლის მედალს დასჯერდნენ. ნუგზარ წურწუმია (55 კგ) და გიორგი მელია (97 კგ) კი ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ.

გადამწყვეტ შეხვედრაში ფრიდონ აბულაძემ ირანელი მოჰსენ ნეჯადი დაძაბულ ბრძოლაში 6-5 დაამარცხა. იქიდან გამომდინარე, რომ ლერი აბულაძემ ამ ტურნირზე მისთვის შედარებით უცხო წონით კატეგორიაში იჭიდავა, ვიცე-ჩემპიონობა საკმაოდ კარგი შედეგი უნდა იყოს, ბოლქვაძემ ფინალი უნგრელ სჟილვაშთან, ქაჯაიმ კი ირანელ მოწინააღმდეგესთან წააგო. დასაფასებელია მელიას წარმატებული გამოსვლა, რომელმაც ტრავმის მიღების მიუხედავად, ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა მაინც იჭიდავა და დასახულ მიზანს მიაღწია.

პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში საქართველოს ორი წარმომადგენელი ეყოლება. წლის მთავარ სპორტულ შეჯიბრებაზე გამოსვლის უფლება რამაზ ზოიძემ (67 კგ) და რობერტ კობლიაშვილმა (97 კგ) მოიპოვეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შვიდი მედალი სარეიტინგო ტურნირზე
შვიდი მედალი სარეიტინგო ტურნირზე