მონტელა: ერთი ოჯახი გავხდით და ეს თამაშში უნდა აისახოს
თურქეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ პოლონეთთან ამხანაგური მატჩის წინ რამდენიმე თემაზე ისაუბრა, მცირედით საქართველოს ნაკრებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ პოლონეთი და საქართველო ტაქტიკურად ერთმანეთს გვანან, რადგან ორივე გუნდი სამ ცენტრალურ მცველს ანიჭებს უპირატესობას.
„პოლონეთი და საქართველო ერთმანეთს გვანან, თუმცა არა ძალიან, ორივე გუნდი 3 ცენტრალური მცველით თამაშობს.
მე ვუყურებ აწმყოსა და მომავალს, უკან არ ვიხედები. ჩვენ მაქსიმალური კონცენტრაციით მოვემზადეთ, ერთად გავატარეთ დრო და ერთი ოჯახი გავხდით, ერთ ოჯახად ყოფნა თამაშში უნდა აისახოს. ჩვენი ქვეყანა უნდა წარმოვადგინოთ პასუხისმგებლობითა და მატჩების მნიშვნელობის გააზრებით’’.
მონტელამ არდა გიულერზეც ისაუბრა. მისი თქმით, „რეალის'' ფეხბურთელს ორ პოზიციაზე, მარჯვენა გარემარბად და ფორვარდის უკან თამაში შეუძლია. მონტელა ასევე აღნიშნავს, რომ მისი გუნდის ფლანგის გარემარბებმა უკან ხშირად არ უნდა დაიხიონ.
„არდას ორივე პოზიციაზე შეუძლია თამაში როგორც მარჯვენა ფლანგზე, ასევე ფორვარდის უკან. ჩვენი სათამაშო სისტემით, როცა უბურთოდ ვართ, ფლანგის შემტევები დაცვაში ხშირად არ იხევენ, უკან ხშირად არ იწევენ''.
შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თურქეთის ნაკრები პირველ მატჩს საქართველოს ნაკრებთან გამართავს.
ევრო 2024
18 ივნისი | თურქეთი - საქართველო | 20:00
22 ივნისი | საქართველო - ჩეხეთი | 17:00
26 ივნისი | საქართველო - პორტუგალია | 23:00