მერაბ დვალიშვილი, ალჯამეინ სტერლინგი, შონ ომალი, ჰენრი სეხუდო
Aa
Aa

უცნობი კადრები და UFC-ის ხელმძღვანელის რეაქცია | მერაბი და ომალის ქურთუკი

UFC 288-ის მთავარი მოვლენა ალჯამეინ სტერლინგისა და ჰენრი სეხუდოს დაპირისპირება გახლდათ. „ალჯომ“ მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით იმარჯვა და მისი მოგების შემდეგ, ოქტაგონზე შონ ომალი შევიდა, რომელმაც სტერლინგი გამოიწვია.

„შუგას“ გამოჩენას, ყველასთვის ნაცნობი სცენა მოჰყვა და მერაბ დვალიშვილმა მისი ქურთუკი მოიპარა. რამდენიმე საათის წინ, UFC-იმ ოქტაგონზე განვითარებული მოვლენების ამსახველი აქამდე უცნობი კადრები გაავრცელა და დვალიშვილისა და ჰანტერ კემპბელის შეხვედრის ვიდეოც გაგვიზიარა.

ჰანტერ კემპბელი UFC-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელია და ბიზნესის განვითარებასთან, გაყიდვებთან და მარკეტინგთან დაკავშირებულ საკითხებს კურირებს. ღონისძიების დასრულების შემდეგ, ის გასახდელში ჩავიდა და მერაბს გაესაუბრა.

„მერაბ, ზუსტად ახლა გითხარი არავითარი ჩხუბი და არავითარი ახალი პრობლემები-მეთქი. ზუსტად ახლა, შენი იურიდიული ხარჯები დავფარე. შენ კიდევ, ომალის ქურთუკი ჩაიცვი. ამ წამს გამოვწერე ჩეკი, რათა იურიდიული ხარჯები დამეფარა და ეს ღობეზე მაიმუნივით ძვრება“.

დვალიშვილმა კემპბელს ბოდიში მოუხადა და ჰანტერი იმედგაცრუებული აღარ დარჩენილა. რთულია, მერაბისნაირ ადამიანზე გაბრაზებული დიდხანს იყო და UFC-ის ერთ-ერთ ხელმძღვანელსაც მალევე გაეცინა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ყველაზე სუსტი ნაკრები ევრო 2024-ზე | 90Min-ის რეიტინგში საქართველო ბოლოა
ყველაზე სუსტი ნაკრები ევრო 2024-ზე | 90Min-ის რეიტინგში საქართველო ბოლოა