საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები, მონტენეგროს ფეხბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

„საქართველოს თამაშის შესაძლებლობა მივეცით“ - მონტენეგროელები მატჩის შემდეგ

ევრო 2024-სთვის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში, საქართველოს ნაკრებმა ერთადერთი ამხანაგური შეხვედრა მონტენეგროს ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა და პოდგორიცაში დამაჯერებლად, 1:3 გაიმარჯვა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მონტენეგროს ნაკრების ფეხბურთელებმა, სლობოდან რუბეჟიჩმა და მარკო ვუკევიჩმა განვლილი მატჩი შეაფასეს.

სლობოდან რუბეჟიჩი:

„რა თქმა უნდა, ცუდი შეგრძნება მაქვს, რადგან ჩვენი გულშემატკივრების თვალწინ დავმარცხდით. შესვენებამდე ვერ შევძელით თამაშში ცვლილების შეტანა, რამაც ამოცანა კიდევ უფრო გაართულა. ეს მარცხი არაფერს ნიშნავს. ვიცით, რომ სუსტად ვითამაშეთ, მაგრამ გამოსასწორებლად დრო გვექნება. რა იყო მარცხის მიზეზი? პირველ რიგში ის, რომ საქართველოს ჩვენ მივეცით თამაშის შესაძლებლობა და მათ ეს კარგად გამოიყენეს“.

მარკო ვუკევიჩი:

„გვინდოდა სექტემბრამდე კარგი განწყობა შეგვექმნა, მაგრამ არ გამოგვივიდა. პირველი გოლი სტანდარტულიდან გავუშვით, მეორე და მესამე კი კონტრშეტევიდან. ვიცოდით, რომ საქართველო კარგი და ძლიერი გუნდი იყო, რომელსაც კარგი, გარდამავალი ეტაპი აქვს. სექტემბრამდე დიდი დროა და ვიმედოვნებ, რომ ისეთები ვიქნებით, როგორც ყველა ისურვებს. ძლიერ საქართველოს ველოდით, ძალიან ორგანიზებული გუნდია, ბევრს დარბიან, აგრესიულად თამაშობენ და ისეთი გუნდია, რომლის წინააღმდეგ თამაშიც რთულია“.

მონტენეგროს კარში გოლები ოთარ კიტეიშვილმა, გიორგი მიქაუტაძემ და ბუდუ ზივზივაძემ გაიტანეს.

საქართველოს ნაკრები მონტენეგროდან პირდაპირ გერმანიაში გაემგზავრება, სადაც ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელი ეტაპის დასკვნით ნაწილს გაივლის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საქართველო წარმატებები ევროპაზე“ - მონტენეგროელების ღირსეული ჟესტი
„საქართველო წარმატებები ევროპაზე“ - მონტენეგროელების ღირსეული ჟესტი