„ქართველების კონტრშეტევები საოცარი იყო“ - პროსინეჩკი მატჩის შემდეგ
რობერტ პროსინეჩკის ხელმძღვანელობით მონტენეგროს ეროვნულმა გუნდმა მეოთხე მატჩი ჩაატარა და მეორედ დამარცხდა. თუ მარტში მათ სტუმრად ბელარუსს (0:2) და საკუთარ სტადიონზე ჩრდილოეთ მაკედონიას (1:0) აჯობეს, ივნისში გამართული თამაშები წარუმატებელი აღმოჩნდა და ბელგიელებთან (0:2) დამარცხებას, საქართველოსთან (1:3) წაგებაც მოჰყვა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მასპინძლების ხორვატმა მთავარმა მწვრთნელმა მცირე კომენტარი გააკეთა.
რა თქვა პროსინეჩკიმ
ქართველები შეტევაზე ბრწყინვალედ გადმოდიოდნენ და საოცარ კონტრშეტევებს ახორციელებდნენ. პირველი გოლი კუთხურის შედეგად გავუშვით, რის შემდეგაც ძალიან ავნერვიულდით და ეს ნორმალურიცაა. მეორე ტაიმი უკეთესი იყო, მაგრამ სიტუაციის შეცვლა ვეღარ მოვახერხეთ. ივნისის თვე იმ გუნდებისთვის, რომლებიც მნიშვნელოვანი სანაკრებო ტურნირებისთვის არ ემზადებიან, ძალიან რთულია, რადგან ყველა ფეხბურთელი შვებულებაზე ფიქრობს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროელები ისტორიაში პირველად მესამე ცდაზე დააამარცხა. 2009 წელს გამართული მატჩები თბილისში 0-0 დასრულდა, სტუმრად კი ქართველი ფეხბურთელები 1:2 დამარცხდნენ. მონტენეგროს ეროვნული გუნდი სექტემბრიდან ერთა ლიგის ახალ გათამაშებაში ჩაერთვება, სადაც მათი მეტოქეები ისლანდია, უელსი და თურქეთი იქნებიან.