ვილი სანიოლი, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები, მონტენეგროს ფეხბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

„გამოჩნდა, რომ ფიზიკურად ჯერ მზად არ ვართ“ - სანიოლი მატჩის შემდეგ

ევრო 2024-სთვის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში, საქართველოს ნაკრებმა ერთადერთი ამხანაგური შეხვედრა მონტენეგროს ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა და პოდგორიცაში დამაჯერებლად, 1:3 გაიმარჯვა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მცირე კომენტარი ადგილობრივ პრესასთან გააკეთა.

რა თქვა სანიოლმა:

„გამარჯვება ყოველთვის სასიამოვნოა. ეს ტრიუმფი ჩვენთვის, შემდეგ მატჩებში თავდაჯერებულობის თვალსაზრისით ბევრს ნიშნავს. დავინახეთ, რომ ფიზიკურად ჯერ მზად არ ვართ, ეს განსაკუთრებით მეორე ტაიმში გამოჩნდა, რომელიც ჩვენთვის რთული იყო. მაგრამ ტურნირის დაწყებამდე 9 დღე დაგვრჩა. კარგად უნდა მოვემზადოთ იმ ყველაფრისთვის, რაც გერმანიაში გველოდება“.

მონტენეგროს კარში გოლები ოთარ კიტეიშვილმა, გიორგი მიქაუტაძემ და ბუდუ ზივზივაძემ გაიტანეს.

საქართველოს ნაკრები მონტენეგროდან პირდაპირ გერმანიაში გაემგზავრება, სადაც ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელი ეტაპის დასკვნით ნაწილს გაივლის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები