ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ჯგუფიდან უნდა გავიდეთ“ - კვარა ევროპის ჩემპიონატზე

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისთვის რამდენიმედღიანი საწვრთნელი შეკრება ავსტრიაში გაიარა. მთავარი მწვრთნელის ვილი სანიოლის განკარგულებაში ყველა ის ფეხბურთელია, რომელიც მან ტურნირის 26-კაციან განაცხადში შეიყვანა. ბუნებრივია, განსაკუთრებული ყურადღებით სარგებლობს „ნაპოლისა“ და საქართველოს ნაკრების ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც „იმედის კვირამ“ ექსკლუზიური ინტერვიუ ჩამოართვა.

ხვიჩა კვარაცხელია

მაქსიმალურად მზად ვართ რომ ისტორიის ახალი ფურცლის დაწერას შევეცადოთ და თითოეული ფეხბურთელი მაქსიმალურად კონცენტრირებულია. ნაყოფიერი შეკრება გავიარეთ, ბევრი ახალი კომბინაცია დავამუშავეთ. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი ისე დასრულდება, როგორც საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებს და ჩვენ ფეხბურთელებს გვინდა.

მერწმუნეთ წარმატება იოლად არ მოსულა - ყველამ დიდი შრომა გავწიეთ, რომ აქამდე მოგვეღწია. გადამწყვეტი იყო ერთიანობა და გუნდურობა, რაც სტადიონზე ვაჩვენეთ. ამას როცა ვამბობ, არ ვგულისხმობ მხოლოდ მოთამაშეებს, ისეთ მხარდაჭერას ვგრძნობდით, პენალტების სერია რომ დაინიშნა, დარწმუნებული ვიყავი რომ გავიმარჯვებდით.

ამით არაფერი დასრულებულა - სუსტი ნაკრები არა მგონია ევროპის ჩემპიონატზე რომელიმე იყოს და შესაბამისად, არც ჩვენ ვართ სუსტები. მიზანი საქართველოს სახელით კიდევ უფრო კარგად წარმოჩენა და ჯგუფიდან გასვლა იქნება. ემოციურად რთულია პირველ ტურში ასეთ დაძაბულ გარემოში, რადგან დორტმუნდში უამრავი თურქი ცხოვრობს და შეიძლება ისე იყოს, თითქოს გასვლაზე გვიწევდეს თამაში, მაგრამ არც ქართველები უნდა ვიყოთ ტრიბუნაზე ცოტა. გაგვიჭირდება ალბათ განსაკუთრებით თურქეთთან და პირველი თამაში მნიშვნელოანია.

23 წლის ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ეროვნულ გუნდში 2019 წლის ივნისიდან გამოდის და 29 შეხვედრაში მის ანგარიშზე 15 გოლთან ერთად 5 საგოლე პასია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საქართველოს ნაკრები გერმანიაში ღია ვარჯიშს გამართავს
საქართველოს ნაკრები გერმანიაში ღია ვარჯიშს გამართავს