მირიან მაისურაძე, ოთარ ბაგაური
Aa
Aa

შვიდი მედალი სარეიტინგო ტურნირზე

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გამართული პრესტიჟული სარეიტინგო ტურნირი საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ორი ოქროს, ერთი ვერცხლის და ოთხი ბრინჯაოს მედლით დაასრულა. ჩემპიონები 79 და 92 კილოგრამ წონით კატეგორიებში ოთარ ბაგაური და მირიან მაისურაძე გახდნენ, რომელმაც ფინალში თანამემამემულე იუზა ცერცვაძე დაამარცხა და ეს უკანასკნელი ვერცხლის მედალს დასჯერდა. რაც შეეხება ბრინჯაოს პრიზიორებს, მესამე საპრიზო ადგილი აკაკი ქემერტელიძემ (70 კგ), ევსემ შველიძემ (86 კგ), გენო პეტრიაშვილმა (125 კგ) და გივი მაჭარაშვილმა (125 კგ) დაიკავეს.

92 კილოგრამ წონით კატეგორიაში მხოლოდ ოთხი მოჭიდავე გამოდიოდა - ორი ქართველი და ორი უნგრელი. ქართველებმა ნახევარფინალში მადიარები დამაჯერებლად დაამარცხეს და ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, სადაც როგორც უკვე მოგახსენეთ, მაისურაძე ცერცვაძეზე ძლიერი აღმოჩნდა. რაც შეეხება ბაგაურს, მან გადამწყვეტ შეხვედრაში ირანელ ადელ ჰასან პანაეიანს აჯობა. სიახლე იყო ის ფაქტი, რომ 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე მაჭარაშვილმა ამჯერად ძალები მძიმე წონაში მოსინჯა ჩვენ ქვეყანას ბუდაპეშტში მისი და პეტრიაშვილის სახით ამ წონაში ორი წარმომადგენელი ჰყავდა. ბრინჯაოსთვის შეხვედრაში გენომ ეგვიპტელ, გივიმ კი პუერტო რიკოელ მოწინააღმდეგეს მოუგო.

შეგახსენებთ, რომ პარიზის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ოთხმა ქართველმა სპორტსმენმა, გოდერძი ძებისაშვილმა (65 კგ), ვლადიმერ გამყრელიძემ (86 კგ), გივი მაჭარაშვილმა (97 კგ) და გენო პეტრიაშვილმა (125 კგ) მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ვლადიმერ გამყრელიძემ პარიზის ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა!
ვლადიმერ გამყრელიძემ პარიზის ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა!