კილიან მბაპე, ხავიერ ტებასი
Aa
Aa

„მბაპეს ეფექტს ჯერ ვერ ვიგრძნობთ“ - ტებასი ლა ლიგის მომავალზე

რომელიმე ქვეყნის ჩემპიონატში სუპერვარსკვლავის ტრანსფერს ბუნებრივია ამ შეჯიბრების ცნობადობის ამაღლება თან სდევს და შესაბამისად, სატელევიზიო ტრანსლაციის უფლებებიც უფრო ძვირად იყიდება. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ვარაუდობდნენ, რომ კილიან მბაპეს მადრიდის „რეალში“ გადასვლით ესპანეთის პრიმერა დივიზიონი სერიოზულ ფინანსურ სარგებელს მიიღებდა. თუმცა, როგორც ჩანს, ამის ეფექტს წლევანდელ სეზონში არ უნდა ველოდოთ.

როგორც ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა განაცხადა, მომდევნო სეზონის გათამაშების სატელევიზიო უფლებები სხვადასხვა ტელეკომპანიებზე იქამდე გაყიდეს, სანამ სამეფო კლუბში საფრანგეთის ნაკრების კაპიტანი გადავიდოდა და შესაბამისად, უკვე გაფორმებული კონტრაქტების გადახედვა აღარ მოხდება. საიმისოდ, რომ თავისი სიტყვების სისწორესი ყველა დაერწმუნებინა, ტებასმა მაგალითად საუდის არაბეთის პრო ლიგა მოიყვანა, სადაც გასულ სეზონში უამრავი საფეხბურთო ვარსკვლავი გადავიდა, თუმცა შარშან ბაზარზე ამ ჩემპიონატის ჩვენების უფლების შესყიდვას ძველებური ფასი ჰქონდა.

მბაპე „რეალს“ 3 ივნისს, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და გავრცელებული ინფორმაციით, მისი ყოველწლიური ხელფასი 30 მილიონი ევრო იქნება, თუმცა გარკვეული რაოდენობის გოლების გატანის შემთხვევაში, საბონუსე სისტემაც ამოქმედდება.  

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კამათი მბაპეს ტრანსფერზე - ანჩელოტის პასუხი ლაპორტას
კამათი მბაპეს ტრანსფერზე - ანჩელოტის პასუხი ლაპორტას