იულიან ნაგელსმანი, კაი ჰავერცი, ნიკლას ფულკრუგი
Aa
Aa

იძულებულია ასე მოიქცეს - ნაგელსმანის გადაწყვეტილება

თითოეული დიდი სანაკრებო ტურნირის წინ, სხვადასხვა ქვეყნის ნაკრები გუნდების მთავარი მწვრთნელები მაქსიმალურად ცდილობენ შიდა სამზარეულოში მომხდარი ამბები გარეთ არ გავიდეს, თუმცა გერმანიის ნაკრების მთავარ მწვრთნელს იულიან ნაგელსმანს როგორც ჩანს, ამის გაკეთება არ გამოუვიდა.

Bild-ის ცნობით, ექიმებისგან მიღებული საბოლოო დასკვნის შემდეგ, ნაგელსმანმა გადაწყვიტა, რომ ევროპის ჩემპიონატზე გუნდის ძირითადი ცენტრფორვარდი კაი ჰავერცი იქნება, რადგან „დორტმუნდის“ თავდამსხმელს ნიკლას ფულკრუგს მუხლის ტრავმა აწუხებს, რის გამოც 90 წუთი თამაში არ შეუძლია. ბუნებრივია, ასეთ შემთხვევებში როგორც წესი, მოთამაშეთა უმეტესობა განაცხადში არ შეჰყავთ. თუმცა, როგორც ჩანს, ცვლილებაზე შესვლის შემდეგ ფულკრუგის იმედი იმდენად აქვთ, რომ ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა მის სამსახურზე უარი ასეთ მდგომარეობაშიც კი არ თქვა.

„ბორუსიას“ 31 წლის ფორვარდმა ბუნდესლიგის გასული წლის გათამაშება 12 გოლითა და 8 საგოლე გადაცემით დაასრულა. რაც შეეხება ჰავერცს, ლონდონის „არსენალის“ 24 წლის შემტევის ანგარიშზე ინგლისის პრემიერ ლიგაში 13 ბურთი და 7 ასისტი იყო.

გერმანიის ნაკრები, რომელიც ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის მასპინძელია, A ჯგუფში შოტლანდიელებთან, უნგრელებთან და შვეიცარიელებთან ითამაშებს. ტურნირის გახსნით შეხვედრაში კი ალემანები 14 ივნისს „სქოთებს“ მიუნხენში, „ალიანს არენაზე“ დაუპირისპირდებიან.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ყველა დეტალი, რაც გვაინტერესებს | ევრო 2024-ის A ჯგუფის წარდგენა
ყველა დეტალი, რაც გვაინტერესებს | ევრო 2024-ის A ჯგუფის წარდგენა