ბარსელონა 1-წლიან იჯარას ითხოვს - ბოლო ცნობები ფელიქსის შესახებ
ამ მომენტისთვის, ჟოაუ ფელიქსი კვლავ ატლეტიკოს შემადგენლობაში ირიცხება. პორტუგალიელ შემტევს ბარსელონაში საიჯარო ხელშეკრულება დაუმთავრდა.
ესპანური MARCA-ს ინფორმაციით, კატალონიურ გრანდს მისი გამოსყიდვა არ შეუძლია. ლაპორტას და ჰანსი ფლიკის სურვილი კი პორტუგალიელის გუნდში დატოვებაა.
აქედან გამომდინარე, ბარსელონას ხელმძღვანელობა კვლავ 1-წლიან იჯარაზე იწყებს მოლაპარაკებას. ჯერჯერობით მადრიდული მხარე დუმს და კატალონიელებს პასუხს არ სცემს. MARCA-ს ინფორმაციით, ყველაფერი ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გაირკვევა.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ჟოაუმ ბარსელონას მაისური ყველა ტურნირზე ერთად 44-ჯერ მოირგო, 10 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.
თითქმის იდენტური სიტუაციაა ჟოაო კანსელუს შემთხვევაში. პორტუგალიელ უკანახაზელს 1-წლიანი იჯარა ამოეწურა და მანჩესტერ სიტიში დაბრუნდა, თუმცა ის პეპ გუარდიოლას გეგმებში არ შედის.