მიუნხენის ბაიერნი, ფულემი, ჟოაუ პალინია
Aa
Aa

შეთანხმება დასასრულს უახლოვდება - პალინია ბაიერნთან ერთ ნაბიჯშია

როგორც მოგეხსენებათ, მომავალ სეზონში მიუნხენის ბაიერნს ვენსან კომპანი გაწვრთნის. ბელგიელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ მას ნახევარდაცვის გაძლიერება სურს.

როგორც ჩანს, მანჩესტერ სიტის ყოფილმა კაპიტანმა ამ საკითხზე მუშაობა დაიწყო. გერმანული მედიის ინფორმაციით, ბაიერნი ჟოაუ პალინიას გადაბირებასთან საკმაოდ ახლოს არის.

ტრანსფერის გაჩარხვაში მონაწილეობას პირადად კომპანი იღებს. ვენსანი ფულემის ხელმძღვანელობას ესაუბრა და ახლა გუნდები საბოლოო შეთანხმებასთან ძალიან ახლოს არიან. ჯერჯერობით ტრანსფერის ფინანსური დეტალები არ სახელდება.

შეგახსენებთ, რომ პალინია გასული წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ბაიერნის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო. მეტიც, პორტუგალიელი ნახევარმცველი გერმანიაშიც იმყოფებოდა და სამედიცინო შემოწმება გაიარა, თუმცა ბოლო წამს ფულემმა მისი შემცვლელი ვერ იპოვა და ჟოაუ გუნდში დარჩა.

ცნობისთვის, 28 წლის ფეხბურთელი ინგლისურ გუნდს 2022 წელს შეუერთდა. 2022 წლიდან დღემდე, პალინიამ ფულემის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 79-ჯერ მოირგო, 8 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მორიგი ტრანსფერი - რეალი ფლორიან ვირცს შეუთანხმდა
მორიგი ტრანსფერი - რეალი ფლორიან ვირცს შეუთანხმდა