საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები
Aa
Aa

საქართველოს ნაკრები გერმანიაში ღია ვარჯიშს გამართავს

საქართველოს ნაკრების პრესსამსახურის ინფორმაციით, 12 ივნისს, ცენტრალური ევროპის დროით 17:00 საათზე საქართველოს ეროვნული ნაკრები ღია ვარჯიშს გამართავს. ევრო 2024-ის მოსამზადებელი შეკრების ფარგლებში, ვარჯიში გერმანიაში, ფელბერტში, MS Arena-ს საწვრთნელ ბაზაზე გაიმართება.

Instagram-ში ნაკრების ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ: „ვარჯიშზე დასწრების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ მოთხოვნა შემდეგი ბმულის საშუალებით: https://www.surveymonkey.com/r/EURO2024GE.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია და ამოწურვის შემდეგ რეგისტრაცია შეწყდება. მოთხოვნის მიღების ბოლო ვადა: 10 ივნისი

ღია ვარჯიშზე დასწრების დასტურს მიიღებთ ელ-ფოსტის საშუალებით, 11 ივნისის ჩათვლით''.

საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი

ამხანაგური მატჩი

9 ივნისი | მონტენეგრო - საქართველო | 22:45

ევრო 2024

18 ივნისი | თურქეთი - საქართველო | 20:00

22 ივნისი | საქართველო - ჩეხეთი | 17:00

26 ივნისი | საქართველო - პორტუგალია | 23:00

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები