მადრიდის რეალი, ლევერკუზენის ბაიერი, ფლორიან ვირცი
Aa
Aa

მორიგი ტრანსფერი - რეალი ფლორიან ვირცს შეუთანხმდა

გასულ სეზონში ფლორიან ვირცმა შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა და ევროპული გრანდების ყურადღება მიიქცია. რამდენიმე დღის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანელი ფეხბურთელის შეძენით ბარსელონა ინტერესდებოდა.

დღეს კი ესპანური MARCA განახლებულ ინფორმაციას გვთავაზობს. ვიგებთ, რომ ფლორიან ვირცთან პირადი დეტალები მადრიდის რეალმა შეათანხმა.

წყაროს ცნობით, გერმანელი ფეხბურთელის სამეფო კლუბს დაჰპირდა, რომ 2025 წელს რეალში გადავა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რას სთავაზობს ბლანკოსი ფლორიანს.

ამ მომენტისთვის, მხოლოდ სატრანსფერო ღირებულებაა ცნობილი. მადრიდული გრანდი გერმანელი შემტევის სანაცვლოდ 150 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს, რაზეც ლევერკუზენის ბაიერი თანახმაა.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ფლორიან ვირცმა ბაიერთან ერთად ბუნდესლიგა და გერმანიის თასი მოიგო. თავად ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე ერთად 49 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 18 გოლი გაიტანა და 20 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები