ბარსელონა
Aa
Aa

პრობლემები გრძელდება - ბარსელონა 9 ფეხბურთელს ვერ არეგისტრირებს

კატალონიის ბარსელონას, რომ ფინანსური კრიზისი აქვს ეს ახალი არავისთვის არის. ამის გამო, გასულ წელს ბლაუგრანა რამდენიმე ფეხბურთელს ვერ არეგისტრირებდა.

ესპანური მედიის ინფორმაციით, მსგავსი სიტუაციაა ახლაც. ვიგებთ, რომ ბარსა პირველი გუნდის 25 ფეხბურთელიდან ცხრას ვერ არეგისტრირებს.

ამ ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემა The Athletic ადასტურებს და გვამცნობს, რომ ჰანსი ფლიკის გუნდმა ივნისის ბოლომდე 130 მილიონი ევრო უნდა შეაგროვოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ სერიოზული პრობლემები შეექმნებათ.

კლუბი ახალ ინვესტიციებს ეძებს და მიზნად ისახავს Nike-თან ხელშეკრულების რესტრუქტურიზაციას.

წყაროს ცნობით, ბარსელონას ამ მომენტისთვის, ინიგო მარტინესის, ვიტორ როკეს, ალეხანდრო ბალდეს, იამალის, პაუ კუბარსის და ჰექტორ ფორტის დარეგისტრირება არ შეუძლია. სერხი რობერტოსა და მარკოს ალონსოს კონტრაქტი მალე ეწურებათ, ხოლო გავის შემთხვევაში კვლავ დიდი კითხვის ნიშანი რჩება.

კატალონიური კლუბის ფინანსურ პრობლემებს ისიც ამძაფრებს, რომ გუნდში იჯარით გაშვებული მოთამაშეები ბრუნდებიან, რომლებსაც სოლიდური ხელფასები აქვთ. საუბარი ანსუ ფატიზე, ერიკ გარსიაზე, კლემენ ლენგლეზე და სერჟინიო დესტზეა.

Goal წერს, რომ ბარსას ოთხივე ფეხბურთელის გაყიდვა სურს, რადგან ისინი ჰანსი ფლიკის გეგმებში არ შედიან. საბოლოო ჯამში, თუ ბარსელონა შესაბამის ფინანსებს ვერ მოიძიებს, მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე დადგება. ბლაუგრანა ტრანსფერს მხოლოდ იმის გამო ვერ გააკეთებს, რომ ახალწვეულს ვერ დაარეგისტრირებს.

ამავე წყაროზე დაყრდნობით ცნობილი ხდება, რომ გუნდმა შესაძლოა ერთ-ერთ სახელოვანი ფეხბურთელი გაყიდოს. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, შესაძლოა ბარსადან არაუხო, დე იონგი ან რაფინია წავიდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პორტუგალიამ ისევ 2 გოლი გაუშვა - ხორვატიამ ისტორიაში პირველად მოუგო
პორტუგალიამ ისევ 2 გოლი გაუშვა - ხორვატიამ ისტორიაში პირველად მოუგო