შენგელია საუკეთესო იყო - 21 ქულა ჩააგდო და სერიაში ანგარიში გათანაბრდა
„ვირტუს ბოლონიამ’’ იტალიის ჩემპიონატის ფლეი-ოფის ფინალურ სერიაში ანგარიში გაათანაბრა - 1:1. თორნიკე შენგელიას გუნდმა შინ „ოლიმპია მილანოს’’ 72:64 მოუგო.
ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი ქულა ქართველმა კალათბურთელმა ჩააგდო, პარკეტზე 28 წუთი გაატარა, მის აქტივში 21 ქულა, 8 მოხსნა და 1 პასია. მაშინ როცა მან 21 ქულა ჩააგდო, ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზე გასული დევონ ჰალი და ნიკოლა მიროტიჩი მხოლოდ 13-13 ქულით დაეხმარნენ „ოლიმპია მილანოს''.
რაც შეეხება სერიაში გამართულ პირველ მატჩს, რომელიც „ვირტუს ბოლონიამ'' შინ დათმო, შენგელიამ პარკეტზე 38 წუთი გაატარა, მის ანგარიშზე 16 ქულა, 8 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება იყო. იმ შეხვედრაში თავის გუნდში საუკეთესო იყო, დღეს კი ორივე გუნდის კალათბურთელებს აღემატებოდა.
სერიაში მესამე შეხვედრა 11 ივნისს „ოლიმპია მილანოს'' დარბაზში გაიმართება, თამაში 22 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.