კრიშტიანუ რონალდუ, ლუკა მოდრიჩი, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები
Aa
Aa

პორტუგალიამ ისევ 2 გოლი გაუშვა - ხორვატიამ ისტორიაში პირველად მოუგო

ევრო 2024-ის დაწყებამდე მიმდინარე თვეში პორტუგალიის ნაკრებმა მეორე ამხანაგური მატჩი გამართა. ლისაბონში ფინეთთან გამარჯვების (4:2) შემდეგ რობერტო მარტინესის გუნდი ხორვატიასთან დამარცხდა (1:2). კრიშტიანუ რონალდუმ ორივე ამხანაგური შეხვედრა გამოტოვა.

ხორვატიამ პორტუგალიას ისტორიაში პირველად მოუგო.

ანგარიში მე-8 წუთზე ლუკა მოდრიჩმა პენალტით გახსნა, 48-ე წუთზე დიოგუ ჟოტამ ანგარიში გაათანაბრა, თუმცა მალევე, 56-ე წუთზე ანტე ბუდიმირმა გამარჯვების მომტანი გოლი შეაგდო.

2018 წელს პორტუგალიამ ამხანაგური შეხვედრა შინ ნიდერლანდებთან 0:3 დათმო. 2018 წლის შემდეგ პორტუგალია ამხანაგურ შეხვედრაში შინ პირველად ხორვატიასთან დამარცხდა.

 

ევრო 2024-ის დაწყებამდე რობერტო მარტინესის გუნდი ბოლო ამხანაგურ მატჩს 11 ივნისს ირლანდიასთან გამართავს.

ევრო 2024-ზე F ჯგუფში პორტუგალია, ჩეხეთი, თურქეთი და საქართველო ითამაშებენ. პორტუგალია ჯერ ჩეხეთს (18 ივნისი), შემდეგ თურქეთს (22 ივნისი), ბოლოს კი საქართველოს (26 ივნისი) დაუპირისპირდება.

საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი

ამხანაგური მატჩი

9 ივნისი | მონტენეგრო - საქართველო | 22:45

ევრო 2024

18 ივნისი | თურქეთი - საქართველო | 20:00

22 ივნისი | საქართველო - ჩეხეთი | 17:00

26 ივნისი | საქართველო - პორტუგალია | 23:00

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები