ბრაზილიელი დამარცხებულია - გოგოლაძე ქამრისთვის იბრძოლებს
MMA-ში, ჩეხურ-სლოვაკურ ორგანიზაცია ოქტაგონში, „სნაიპერის'' მეტსახელით ცნობილმა ამირან გოგოლაძემ, ბრაზილიელი მებრძოლი აპოლო სილვა მსაჯთა გადაწყვეტილებით დაამარცხა.
მიუხედავად იმისა, რომ სამივე რაუნდში გოგოლაძე უპირატესობას ფლობდა, 3-დან ერთმა მსაჯმა გამარჯვება აპოლოს სასარგებლოდ დააფიქსირა, თუმცა ორმა მსაჯმა გამარჯვება ქართველს მიაკუთვნა (29:28, 28:29, 30:27).
გოგოლაძე შემდეგ ბრძოლას ამავე ღონისძიებაზე ქამრისთვის გამართავს, ფინალში მისი მეტოქე ჩეხ დავიდ კოზმასა და მოლდოველ იონ სურდუს შორის გამარჯვებული იქნება.
ასევე გეტყვით, რომ ამირან გოგოლაძემ კარიერაში მე-20 ბრძოლა გამართა, 20-დან 17 მოიგო.