ჩაგანავას ლამაზი გოლი - საქართველომ ყაზახეთს მოუგო (U20)
საქართველოს 20-წლამდე ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში ყაზახეთს 2:1 მოუგო. მატჩის დასაწყისში ლუკა წულუკიძემ პენალტი გაიტანა, 83-ე წუთზე ლუკა ჩაგანავამ საჯარიმო დარტყმით ანგარიში ორამდე გაზარდა. სტუმრებმა ერთადერთი საპასუხო გოლი 89-ე წუთზე შეაგდეს, იერსულთან კარდიბეკოვმა პენალტი გამოიყენა.
მატჩის შემდეგ საქართველოს 20-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ადამიამ და პირველი გოლის ავტორმა ლუკა წულუკიძემ ისაუბრეს.
საქართველოს 20-წლამდე ნაკრების შემადგენლობა ყაზახეთთან ასეთი იყო: მაქაცარია (ბერუაშვილი 46), გოგნაძე (გოგოტიშვილი 62), კვერენჩხილაძე (ქარსელაძე 46), გიუნაშვილი (კობიძე 69), ოდიშვილი, სიჭინავა (ლორთქიფანიძე 46), ბასილაძე (ჯაჭვლიანი 46), წულუკიძე (ნარიმანიძე 46), ხარებავა (სოფრომაძე 46), გოცირიძე (ხაბულიანი 46), ცეცხლაძე (ჩაგანავა 62)
ასევე გეტვყით, რომ ამხანაგური მატჩი ლაშა ფირცხალაიშვილის გაწვრთნილმა საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმაც ჩაატარა, ჩრდილოეთ მაკედონიასთან „პეტრიაშვილზე'' 0:0 ითამაშა. აღნიშნული ნაკრებები კიდევ ერთ ამხანაგურ შეხვედრას 10 ივნისს ჩაატარებენ.
ვიდეო: Nakrebi.ge