სერ ალექს ფერგიუსონი, ალესანდრო დელ პიერო
Aa
Aa

„მხოლოდ ერთი ოცნება ვერ ავიხდინე“ - დელ პიერომ წარსული გაიხსენა

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ალესანდრო დელ პიერო Talksport-ის სტუმარი იყო და საკმაოდ ვრცლად ისაუბრა განვლილ კარიერაზე, რომლითაც ის უზომოდ კმაყოფილია, მაგრამ როგორც გაირკვა მას ჰქონდა ერთი ოცნება, რომელიც ვერაფრით აიხდინა, თუმცა არაფერს ნანობს, რადგან ლამის მთელი კარიერა მშობლიურ გუნდს მიუძღვნა.

რა თქვა დელ პიერომ

ვიცი ბევრს არ გაუკვირდება, მაგრამ ახლა ვიტყვი იმას, რაც არასოდეს მითქვამს. ბავშვობიდან ვოცნებობდი ინგლისის პრემიერ ლიგაში თამაშზე, რომელიც ჩემი საყვარელი ჩემპიონატი იყო. 2006 წელს, როდესაც კალჩოპოლის სკანდალის შედეგად „იუვენტუსი“ სერია B-ში დააქვეითეს, ოცნების ახდენის შანსი მომეცა, რადგან „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „ნიუკასლის“ წარმომადგენლები დამიკავშირდნენ. სერ ალექს ფერგიუსონმა პირადად დამირეკა და მითხრა, რომ მოხარული იქნებოდა, თუ იუნაიტედში ჩარიცხვას გადავწყვეტდი. ბუნებრივია, ცდუნება საკმაოდ დიდი იყო, მაგრამ გადაწყვეტილი მქონდა, რომ ბოლომდე „იუვენტუსში“ ვყოფილიყავი და ეს კლუბი არასოდეს მიმეტოვებინა“.

დელ პიერო ბიანკონერის ღირსებას თითქმის 20 წლის განმავლობაში, 1993 წლიდან 2012 წლამდე იცავდა და ყველა ტურნირზე გამართულ 705 შეხვედრაში თავი 290 გოლით გამოიჩინა. „ბებერი ქალბატონის“ შემადგენლობაში „პინტურიკიომ“ 6-ჯერ სკუდეტო, 4-ჯერ იტალიის სუპერ თასი, ერთხელ ჩემპიონთა ლიგა და ერთხელ ევროპის სუპერთასი მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ყველა დროის საუკეთესო იტალიელი ფეხბურთელი | FourFourTwo-ს რეიტინგში პირველი ბაჯოა
ყველა დროის საუკეთესო იტალიელი ფეხბურთელი | FourFourTwo-ს რეიტინგში პირველი ბაჯოა