ვილი სანიოლი
Aa
Aa

ევრო 2024 | საქართველოს ნაკრები დაინომრა

დღეს, უეფას ოფიციალურ ვებ გვერდზე ევრო 2024-ის მონაწილე ნაკრებთა საბოლოო შემადგენლობები და ფეხბურთელთა მაისურის ნომრები გამოქვეყნდა.

გერმანიაში გასამართ ტურნირზე საქართველოს ნაკრების 26-კაციანი განაცხადი ასე დაინომრა:

1 - გიორგი ლორია. 2 - ოთარ კაკაბაძე. 3 - ლაშა დვალი. 4 - გურამ კაშია. 5 - საბა კვერკველია. 6 - გიორგი ქოჩორაშვილი. 7 - ხვიჩა კვარაცხელია. 8 - ბუდუ ზივზივაძე. 9 - ზურიკო დავითაშვილი. 10 - გიორგი ჩაკვეტაძე. 11 - გიორგი ქვილითაია. 12 - ლუკა გუგეშაშვილი. 13 - გიორგი გოჩოლეიშვილი. 14 - ლუკა ლოჩოშვილი. 15 - გიორგი გველესიანი. 16 - ნიკა კვეკვესკირი. 17 - ოთარ კიტეიშვილი. 18 - სანდრო ალთუნაშვილი. 19 - ლევან შენგელია. 20 - ანზორ მექვაბიშვილი. 21 - გიორგი წიტაიშვილი. 22 - გიორგი მიქაუტაძე. 23 - საბა ლობჟანიძე. 24 - ჯიმი ტაბიძე. 25 - გიორგი მამარდაშვილი. 26 - გაბრიელ სიგუა.

საქართველოს ნაკრები F ჯგუფში თურქეთთან (18 ივნისი), ჩეხეთთან (22 ივნისი) და პორტუგალიასთან (26 ივნისი) ერთად იასპარეზებს. მერვედფინალში პირველ-მეორე ადგილოსნები პირდაპირ გადიან. 6 მესამეადგილოსნიდან კი საუკეთესო 4 ნაკრები პლეი-ოფში თამაშის უფლებას მიიღებს.

ევროპის ჩემპიონატი 14 ივნისს მიუნხენში გერმანიისა და შოტლანდიის მატჩით გაიხსნება.

საქართველოს ნაკრები თავის ერთადერთ ტესტმატჩს 9 ივნისს მონტენეგროსთან სტუმრად გამართავს. შეხვედრა 22:45 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდას ფასი გაუზარდეს - ვალენსიას ყველა დროის ტოპ 3-ში
მამარდას ფასი გაუზარდეს - ვალენსიას ყველა დროის ტოპ 3-ში