ხვიჩა კვარაცხელია, აურელიო დე ლაურენტისი, მამუკა ჯუღელი
Aa
Aa

Gazzetta: პსჟ 5-ჯერ მეტს უხდიდა, კვარას 1 სეზონი არსად გაუშვებენ

წამყვანი იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი ხვიჩა კვარაცხელიასა და პსჟ-ს შესახებ მოლაპარაკებებზე წერს. წყაროს თანახმად, „ნაპოლიმ“ ყველანაირი შეთავაზება დაბლოკა და ქართველ ფეხბურთელთან მალე ახალ შეთანხმებას მიაღწევს.

„ნაპოლი ერთ სატრანსფერო ფანჯარაზე ოსიმენსა და კვარაცხელიას ერთად ვერ დაკარგავს. ორივე მათგანი მიიღებს შემოთავაზებებს, თუმცა კვარას შემთხვევაში პარიზელებმა უკვე უკან დაიხიეს. ლუის კამპოსმა გააცნობიერა, რომ ამჟამად კვარას ტრანსფერზე უარის თქმის გარდა სხვა გზა არ აქვს. ის რეალობას აცნობიერებს, მან ისევე უნდა დაიხიოს უკან, როგორც ეს ნაპოლეონმა რუსეთში გააკეთა და საკუთარი გეგმები დაივიწყოს.

ამჟამად კვარაცხელიას წარმომადგენლები ნაპოლისთან მოლაპარაკებებს მართავენ და შეთანხმებასთან ახლოს არიან. მამუკა ჯუღელი ბოლო დღეებში პსჟ-ს ესაუბრა და ხვიჩას პირადი კონტრაქტიც შეუთანხმა - 5-წლიანი ხელშეკრულება, სეზონური 7.5 მილიონი ევროთი (ნაპოლიში 1.5-ს იღებს), მაგრამ პარტენოპეი ფეხბურთელს არ უშვებს, მიუხედავად ქართველის სურვილისა.

რაც შეეხება ოსიმენს, მისი ტრანსფერის ირგვლივ სიახლეები უახლოეს კვირებშია მოსალოდნელი. ნიგერიელს კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა უწერია და ნაპოლი მას 120-130 მილიონად შეელევა. კლუბი მასთან ერთად ხვიჩას გაყიდვას არ დაუშვებს.

კვარაცხელიას შემთხვევაში მოსალოდნელია შეთანხმება და კონტრაქტის გაუმჯობესება. ის ნეაპოლში მინიმუმ ერთი სეზონით დარჩება“.

- წერს La Gazzetta dello Sport-ი.

ერთ კვირაში ევროპის ჩემპიონატი იწყება და მოსალოდნელია, რომ ხვიჩას ტრანსფერის საკითხი მინიმუმ 2-3 კვირით დაპაუზდეს. მოლაპარაკებები ევრო 2024-ის დასრულების შემდეგ განახლდება, რის შემდეგაც შესაძლოა ქართველ შემტევს ახალი მსურველებიც კი ჰყავდეს. ყველაფერი ტურნირზე ნაჩვენებ თამაშზე იქნება დამოკიდებული.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
მამარდას ფასი გაუზარდეს - ვალენსიას ყველა დროის ტოპ 3-ში
მამარდას ფასი გაუზარდეს - ვალენსიას ყველა დროის ტოპ 3-ში