რაფაელ ნადალი, ჟოან ნადალი, ტონი ნადალი
Aa
Aa

ნადალის ბიძაშვილი შტუტგარტის ტურნირზე

რაფაელ ნადალის ბიძაშვილმა, ჟოან ნადალმა მომდევნო კვირაში შტუტგარტში გასამართ ATP 250-იანი ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის „ველური ბარათი“ მიიღო. რეიტინგში 1890-ე ადგილზე მყოფი 20 წლის ჩოგბურთელის მეტოქე პირველ წრეში გერმანელი რუდოლფ მელეკერი იქნება. ჟოანი რაფას ბიძის, ტონი ნადალის შვილია, რომელიც წლების განმავლობაში ესპანური და მსოფლიოს ჩოგბურთის ლეგენდის პირადი მწვრთნელი გახლდათ.

ანალოგიური Wild Card-ის პრინციპით არის მიწვეული უმცროსი ნადალი ATP 250-იან ტურნირზე, რომელიც თვის ბოლოს, 23 ივნისიდან 29 ივნისამდე მის მშობლიურ მალიორკაში გაიმართება, პირველად კი ასეთ დონეზე თავის გამოჩენის საშუალება მას 2021 წელს, ბალეარის კუნძულებზე გამართულ ჩელენჯერზე მიეცა.

რაფაელ ნადალი როლან გაროსის წლევანდელ გათამაშებას პირველივე წრეში ალექსანდრ ზვერევთან მარცხის შემდეგ გამოეთიშა და ჯერჯერობით ცნობილი არ არის, იასპარეზებს თუ არა 2024 წლის რიგით მესამე დიდი სლემის ტურნირ უიმბლდონის ღია პირველობაზე. იქიდან გამომდინარე, 38 წლის რაფასთვის პრიორიტეტული პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლაა, შესაძლოა მან ბალახის საფარზე თამაშზე უარი განაცხადოს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
მე-4 მარცხი 116-ე შეხვედრაში - ნადალი უიმბლდონზე უარს იტყვის
მე-4 მარცხი 116-ე შეხვედრაში - ნადალი უიმბლდონზე უარს იტყვის