ნიუკასლი, გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

მამარდას ფასი გაუზარდეს - ვალენსიას ყველა დროის ტოპ 3-ში

გიორგი მამარდაშვილის მიმართ ინტერესი რამდენიმე კლუბმა გამოთქვა, თუმცა „ვალენსია“ ქართველის გაყიდვას სასურველი წინადადების მიღების გარეშე არ აპირებს.

ბოლოს იყო „ნიუკასლის“ 41 მილიონიანი შეთავაზება, რაზეც „ღამურებმა“ უარი თქვეს. ამჯერად კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ კლუბის მფლობელმა სინგაპურელმა ბიზნესმენმა პიტერ ლიმმა მამარდას ფასი 45 მილიონ ევრომდე გაზარდა. თუ, ვინმე ამ თანხას გადაიხდის, მამარდაშვილი „ვალენსიას“ ისტორიაში ყველაზე ძვირად გაყიდული მეკარე გახდება.

„ბოლო საათებში გიორგი მამარდაშვილის სატრანსფერო ღირებულებასთან დაკავშირებით ცვლილებებია, რაც გუნდის მთავარი მწვრთნელისთვის რუბენ ბარახასთვის საინტერესო უნდა იყოს, რადგან მას ქართველი მეკარის შენარჩუნება სურს.

მამარდაშვილი კლუბის მფლობელმა პიტერ ლიმმა თავდაპირველად 20 მილიონად შეაფასა, შემდეგ 30-ად, თუმცა დაინტერესების ნაკლებობის გამო ფასი მალევე 25 მილიონამდე ჩამოწია. ბოლო დროს კი კლუბში ჩათვალეს, რომ ქართველი მათთვის იმდენად ღირებულია, რომ მისი ფასი 45 მილიონამდე გაიზარდა. ეს ბარახასთვის კარგი სიახლეა, რადგან გაზრდილი ფასი მამარდას მიმართ ინტერესს შეამცირებს.

თუ, ტრანსფერი მაინც შედგება, მამარდაშვილი კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირად გაყიდული მეკარე გახდება. ჯამში კი ყველაზე ძვირად გაყიდულთა სიაში მეორე იქნება. 2001 წელს, გაისკა მენდიეტა ლაციოში 48 მილიონად გადავიდა. ამჟამად მეორე ადგილზე ნიკოლას ოტამენდია (44.5), რომელიც მანჩესტერ სიტიში 2015 წელს გადავიდა“.

- წერს ესპანური Gol digital-ი.

შეგახსენებთ, რომ მამარდას მიმართ ინტერესი „ნიუკასლის“ გარდა „ბაიერნს“, „ატლეტიკოსა“ და „ინტერს“ ჰქონდათ. ყველაზე მეტად ინგლისური კლუბი აქტიურობს, თუმცა 45 მილიონის გადახდას ისინი ჯერჯერობით არ აპირებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რას უნდა ველოდოთ დებიუტანტებისგან - საქართველოს ნაკრები UEFA-ს ობიექტივში
რას უნდა ველოდოთ დებიუტანტებისგან - საქართველოს ნაკრები UEFA-ს ობიექტივში