ცუდი სერია ევრო 2024-ის წინ - ინგლისის ნაკრების პრობლემები
ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე გამართული ბოლო საკონტროლო შეხვედრა ინგლისის ეროვნული გუნდისთვის წარუმატებლად დასრულდა. ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი საკუთარ სტადიონზე ისლანდიელებთან 0:1 დამარცხდა და უსიამოვნო სერია განაგრძო. გარეთ საუთგეიტის მომზადებული გუნდის ანგარიშზე ბოლო 5 შეხვედრაში მხოლოდ 1 გამარჯვებაა, 2 ფრე და 2 წაგებაა.
მხოლოდ „უემბლიზე“ გამართულ მატჩებს თუ მივიღებთ მხედველობაში, „სამ ლომს“ კიდევ ორი წარუმატებელი სერია აქვთ - მათ ამ სტადიონზე ზედიზედ სამი თამაში, ბრაზილიასთან (0:1), ბელგიასთან (2:2) და ისლანდიასთან (0:1) ვერ მოიგეს, რაც 2017-2018 წლების შემდეგ არ მომხდარა. თუმცა, ექვსი წლის წინ ინგლისელებს ამასთან შედარებით უკეთესი შედეგი ჰქონდათ, რადგან გერმანიასთან (0:0), ბრაზილიასთან (0:0) და იტალიასთან (1:1) სამი ფრე ითამაშეს და არ წაუგიათ. რაც შეეხება მეორე უსიამოვნო სტატისტიკურ ფაქტს, ალბიონელთა უმთავრესი გუნდი საშინაო არენაზე სამი თამაშია გოლს პირველი უშვებს, რაც „უემბლიზე“ ბოლოს 70 წლის წინ, შორეულ 1954 წელს, ევროპის ნაკრებთან (4:4), უნგრეთთან (3:6) და უელსთან (3:2) თამაშებში მოხდა.
ევროპის ჩემპიონატზე ინგლისის ეროვნული გუნდი C ჯგუფში სლოვენიელებთან, სერბებთან და დანიელებთან ითამაშებს, ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში კი 16 ივნისს, სერბეთის ნაკრებს შეხვდება.