ვინჩენცო მონტელა
Aa
Aa

თურქების საბოლოო შემადგენლობა ევრო 2024-ისთვის

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების პირველმა მეტოქემ თურქეთის ეროვნულმა გუნდმა ტურნირისთვის საბოლოო, 26-კაციანი შემადგენლობა გამოქვეყნა. საიდანაც თოთხმეტი ლეგიონერია, თორმეტი კი თურქეთის ჩემპიონატში თამაშობს. თავდაპირველად გამოქვეყნებული გაფართოებული განაცხადიდან თურქების იტალიელმა მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ მეკარე დოღან ალემდარი (ტრუა), მცველი ჯენკ ოზკაჯანი (ვალენსია), ნახევარმცველები ბერათ იოზდემირი (ტრაბზონსპორი) და ჯან უზუნი (ნიურნბერგი) და თავდამსხმელები აბდულკადირ იომური (ჰალ სიტი) და ოგუზ აიდინი (ალანიასპორი) და ამოიღო. ჩაგლარ სოიუნჩუ (ფენერბაჰჩე), ოზან კაბაკი (ჰოფენჰაიმი) და ენეს იუნალი (ბორნმუთი) ეროვნულ გუნდს კონტინეტის პირველობაზე ტრავმის გამო ვერ დაეხმარებიან.

 

მეკარეები: ალთაი ბაინდირი (მანჩესტერ იუნაიტედი), მერთ გიუნოკი (ბეშიქთაში), უგურჩან ჩაქირი (ტრაბზონსპორი).

მცველები: მერთ მიულდური (ფენერბაჰჩე), ზეკი ჩელიკი (რომა), აბდულკერიმ ბარდაკჩი (გალათასარაი), აჰმეთჩან კაპლანი (აიაქსი), მერიჰ დემირალი (ალ აჰლი), სამეთ აკაიდინი (პანათინაიკოსი), ფერდი კადიოღლუ (ფენერბაჰჩე).

ნახევარმცველები: ჰაკან ჩალჰანოღლუ (ინტერი), ისმაელ იუკშეკი (ფენერბაჰჩე), კაან აიჰანი (გალათასარაი), ოკაი იოკუშლუ (ვესტ ბრომვიჩი), ორქუნ კოკჩუ (ბენფიკა), სალიჰ იოზგანი (დორტმუნდი).

თავდამსხმელები: ირფან ჩან კაჰვეჩი (ფენერბაჰჩე), იუნუს აკგუნი (ლესტერი), კენან ილდიზი (იუვენტუსი), კერემ აქთურქოღლუ (გალათასარაი), არდა გიულერი (რეალი), ბარიშ ალპერ ილმაზი (გალათასარაი), ბერთუგ ილდირიმი (რენი), ჩენკ ტოსუნი (ბეშიქთაში), სემიჰ კილიჩშოი (ბეშიქთაში), იუსუფ იაზიჩი (ლილი).

თურქეთის ნაკრები როგორც უკვე მოგეხსენებათ ევროპის ჩემპიონატს 18 ივნისს ქართველებთან შეხვედრით იწყებს, რასაც ოთხ დღეში პორტუგალიელებთან შეხვედრა მოჰყვება. ჯგუფურ ეტაპს კი მონტელას გაწვრთნილი გუნდი 26 ივნისს ჩეხებთან მატჩით დაასრულებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტრავმა მძიმე გამოდგა - თურქების დაცვის ლიდერი ევროპას გამოტოვებს
ტრავმა მძიმე გამოდგა - თურქების დაცვის ლიდერი ევროპას გამოტოვებს